კამპანია მე ვირჩევ თანასწორობას მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა, და მათი მნიშვნელობა ქართულ საზოგადოებაში დემოკრატიის, მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

კამპანიის გახსნა

 

დამოკიდებულება და ინფორმირებულობა

Cover of report of public survey on hate crime, hate speech and discrimination in Georgiaგაეცანით საქართველოში დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის შესახებ საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგებს: დამოკიდებულება და ინფორმირებულობა.

რას ფიქრობს საზოგადოება:

  • ქართული საზოგადოების მრავალფეროვნების შესახებ
  • უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების შესახებ
  • ვისზე მოქმედებს დისკრიმინაცია, სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და სიძულვილის ენა
  • სამართლებრივი დაცვის მექანიზმები და მათი ეფექტურობა
თანასწორობა მნიშვნელოვანია

 

„მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ ფიქრობენ ადამიანები, რომ მრავალფეროვნება პოზიტიური მოვლენაა, არის ის, რომ მრავალფეროვნება ცხოვრებას უფრო საინტერესოს ხდის ან ის, რომ ის თავისთავად ფასეულია. და პირიქით, მთავარი მიზეზი თუ რატომ თვლიან ადამიანები მრავალფეროვნებას საქართველოსთვის ნეგატიურ მოვლენად იმაში მდგომარეობს, რომ ის საფრთხეს უქმნის „ჩვენს კულტურას და ტრადიციებს“.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა საქართველოში დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის შესახებ: დამოკიდებულება და ინფორმირებულობა

შემოუერთდით კამპანიას, რათა
  • აიმაღლოთ ცნობიერება რისკების შესახებ, რომელსაც დისკრიმინაცია, სიძულვილის ენა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაული უქმნის ქართულ საზოგადოებას;
  • დაგვეხმაროთ ინსტრუმენტების და მექანიზმების შემუშავებასა და დანერგვაში სიძულვილის ენის შემთხვევების თაობაზე შეტყობინების გაუმჯობესების მიზნით;
  • ხელი შეუწყოთ მრავალფეროვნებასა და ტოლერანტობას და უმცირესობის ჯგუფების ინტეგრირებას ქართულ საზოგადოებაში;
  • გაიგოთ მეტი უმცირესობის ჯგუფების უფლებების შესახებ (ეთნიკური, რელიგიური, ლგბტ, უმცირესობის წარმოამდგენელი ქალები და ახალგაზრდები), ასევე მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის მნიშვნელობისა და უპირატესობების შესახებ;
  • მიიღოთ ინფორმაცია სამართლებრივი დაცვის მექანიზმებისა და არსებული სერვისების შესახებ.
გამოკითხვის შედეგების შესახებ ვიდეო

 

„როცა საქმე ეხება სამართლებრივი დაცვის არსებულ მექანიზმებს, გამოკითხულთა ნახევარი აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ მათ შეუძლიათ მიმართონ პოლიციას, სასამართლოს და სახალხო დამცველის ოფისს, თუ გახდებიან სიძულვილის ენისა ან სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლი. თუმცა, რეალურად, გამოკითხულთა უფრო მცირე ნაწილი მიმართავდა აღნიშნულ ორგანიზაციებს იმ შემთხვევაში, თუ თავად გახდებოდა მსხვერპლი.“

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა საქართველოში დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის შესახებ: დამოკიდებულება და ინფორმირებულობა

ცისარტყელას ქვიზი

Campaign logo

კამპანია ხორციელდება ჩვენს პარტნიორებთან ერთად:

კამპანია ტარდება დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით, საქართველოსთვის ევროსაბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.