Back მმართველმა კომიტეტმა ევროპის საბჭოს 2020-2023 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროგრესი განიხილა

მმართველმა კომიტეტმა ევროპის საბჭოს 2020-2023 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროგრესი განიხილა

2023 წლის 14 მარტს ევროპის საბჭოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით მმართველი კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც მხარეებმა განიხილეს ევროპის საბჭოს 2020-2023 წლის სამოქმედო გეგმის მიმდინარეობა და 2024-2027 წლის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებული საკითხები.

პანელური სესიები ევროპის საბჭოს სამი მთავრი მიმართულების დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ირგვლივ გაიმართა, სადაც განხილულ იქნა გადადგმული ნაბიჯები სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის, უმცირესობების, ქალებისა და ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. შეხვედრაზე განხილულ იქნა სისხლის სამართლის რეფორმირების საკითხი, მედიის დამოუკიდებლობასა და დემოკრატიულ მმართველობასთან დაკავშირებული საკითხები.  

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ და ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის დირექტორმა კლაუს ნეუკირჩმა. შეხვედრის მონაწილე ინსტიტუციების წარმომადგენლებმა შეაფასეს სამოქმედო გეგმის განხორციელების პროგრესი და გამოწვევები და 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმაში გასათვალისწინებელ პრიორიტეტულ საკითხებზე იმსჯელეს.

სამოქმედო გეგმის შემუშავებას წინ უძღვის კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან,  საერთაშორისო პარტნიორებთან, დონორებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში მიმდინარე პროექტების მეშვეობით, ევროპის საბჭო საქართველოში ხელს უწყობს მართლმსაჯულების სფეროს განვითარებას და ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის შექმნას,   სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებას და უფლებების რეალიზებას  ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისად,  კორუფციისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას მოზარდებისთვის, ნარკომოხმარების პრევენციას ახალგაზრდებში, თანასწორობისა და არადისკრიმინაციული გარემოს შექმნას.

14 მარტი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page

თბილისის ოფისში 46 ადამიანი მუშაობს, რომელთა უმრავლესობა თანამშრომლობის სხვადასხვა პროექტებშია ჩართული. ამ პროგრამების მიზანია საქართველოს მხარდაჭერა ევროპის საბჭოს სტანდარტების შესრულებაში ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით.

ევროპის საბჭო წარმოადგენს ადამიანის უფლებათა წამყვან ორგანიზაციას ევროპის კონტინენტზე. ის აერთიანებს 46 წევრ სახელმწიფოს, რომელთა შორის 27 ევროკავშირის წევრია. ჩვენს ყველა წევრ ქვეყანას ხელმოწერილი აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომელიც ევროპაში ადამიანის უფლებების დაცვის ქვაკუთხედი გახლავთ. 


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge