Back ტრენერთა ტრენინგი ონლაინ ბავშვთა სექსუალური ძალადობის და ექსპლუატაციის ეფექტიანი გამოძიების და დევნის შესახებ

ტრენერთა ტრენინგი ონლაინ ბავშვთა სექსუალური ძალადობის და ექსპლუატაციის ეფექტიანი გამოძიების და დევნის შესახებ

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მიერ ორგანიზებულ სამ დღიან ტრენერთა ტრენინგს „ონლაინ ბავშვთა სექსუალური ძალადობის და ექსპლუატაციის ეფექტიანი გამოძიება და დევნა(ToT) საქართველოს გენერალური პროკორატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს  და უზენაესი სასამართლოს  16 წარმომადგენელი დაესწრო.

საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის დანაშაულებები დღევანდელობის მუდმივ გამოწვევას წარმოადგენს.

ინტერნეტის მზარდი მოხმარების მაჩვენებელი და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის სმარტფონებზე წვდომა კი ნიშნავს, რომ მათ აქვთ წვდომა კომუნიკაციის მრავალრიცხოვან საშუალებებზე , უფრო ადვილად და ხშირად შედიან კონტაქტში უცხო ადამიანებთან, ამგვარი ურთიერთობის რისკების გააზრების გარეშე.

შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების და მოსამართლეების მიერ ელექტრონული მონაცემების მნიშვნელობის გადააზრება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ცოდნა, ხელს შეუწყობს ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობისა და ექსპლუატაციის შემთხვევების დროულ იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრას.

ტრენერთა ტრენინგის (ToT) მონაწილეები ტრენინგისა და მის ფარგლებში შემუშავებული სახელმძღვანელოს საფუძველზე მიღებულ ცოდნას გაუზიარებენ  კოლეგებსა და ამ სფეროში მომუშავე სხვა პროფესიონალებს.

ტრენინგი ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფა საქართველოში: ბავშვთა დაცვა და პრევენცია ძალადობისგან, მათ შორის, ციფრულ გარემოში“ ფარგლებში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
რას შეეხება პროექტი?

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის, მათ შორის ონლაინ ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის მიმართ რეაგირების ხარისხის გაუმჯობესებას.

პროექტი ფოკუსირებულია ციფრულ გარემოში, ბავშვთა უფლებების დაცვასა და ხელშეწყობაზე, ასევე შეეხება ბავშვთა დაცვას ძალადობისგან, მათ შორის სექსუალური ძალადობისა და ექსპლუატაციისაგან, თანატოლთა მხრიდან ძალადობის პრევენციას.

ის დაფუძნებულია 2017-2019  წლებში ევროპის საბჭოს  მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის  „ბავშვთა სექსუალურ ექსპლუატაციასა და ძალადობაზე რეაგირება საქართველოში“ ფარგლებში გამოვლენილ გამოცდილებასა და მიგნებებზე.

2022-2023 წლის განმავლობაში პროექტი განხორციელდება  ევროპის საბჭოს ბავშვთა უფლებების სამმართველოსა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მჭიდრო თანამშრომლობით.

რა არის სამართლებრივი კონტექსტი?

საქართველომ 2014 წელს მოახდინა ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირება სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ“, რომელიც ასევე ცნობილიალანსაროტის კონვენციის“ სახელით

ლანსაროტის კონვენცია არის ყველაზე ამბიციური და ყოვლისმომცველი საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვთა დაცვას სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან, ამ დანაშაულების პრევენციას, და დამნაშავეთა დასჯას

ის მოითხოვს წევრ სახელმწიფოთაგან ბავშვთა მიმართ ყველა სახის სექსუალური დანაშაულის კრიმინალიზაციას და კონკრეტული კანონმდებლობისა და პოლიტიკის შემუშავებას სექსუალური ძალადობის პრევენციისთვის, მსხვერპლთა დასაცავად და დამნაშავეთა დევნისთვის.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები წაახალისებს გამოყენებას და იხელმძღვანელებს ევროპის საბჭოს რეკომენდაციებითა და გაიდლაინებით (ბავშვთა ძალადობისაგან დაცვის ინტეგრირებული ეროვნული სტრატეგია (CM/Rec (2009)),კიბერდანაშაულის შესახებ კონვენცია(ETS No. 185),ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება (CM/Rec (2010), ციფრულ გარემოში ბავშვის უფლებების პატივისცემის, დაცვისა და განხორციელების მიზნით (CM/Rec(2018)).

თავად პროექტი ხელს შეუწყობს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და ეფუძნება ეროვნულ დონეზე უკვე განხორციელებულ პროგრესსა და გაწეულ სამუშაოს.

კერძოდ, ზოგიერთი ძირითადი ეროვნული სტანდარტი და პოლიტიკა მოიცავს ბავშვთა უფლებების კოდექსს, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმას, საქართველოს ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმას.

რის მიღწევას ვგეგმავთ?

კანონმდებლობის და პოლიტიკის დახვეწა

გაანალიზებული იქნება მიმდინარე სამართლებრივი და პოლიტიკის ჩარჩო კანონმდებლობასა და პოლიტიკაზე დამყარებული შეფასების გზით, ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის, მათ შორის ციფრულ გარემოში შესაბამისად.

პროექტის განხორციელების ეტაპზე შემუშავდება რეკომენდაციები, მეთოდოლოგია, საკანონმდებლო ცვლილებები ევროპის საბჭოს სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან ჰარმონიზაციის მიზნით.

ტრენინგი და შესაძლებლობების განვითარება

პროექტი ითვალისწინებს მოსამართლეების, პროკურორების, გამომძიებლების და სხვა პროფესიონალების შესაძლებლობების განვითარებას ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის საკითხებში, მათ შორის ციფრულ გარემოში.

ტრენინგები უზრუნველყოფს ბავშვზე მორგებული საგამოძიებო მოქმედებების, ბავშვთა დაცვისა და ძალადობის პრევენციის გაძლიერებას.

ცნობიერების ამაღლება

პროექტი ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას ბავშვზე სექსუალური ძალადობის ფენომენის თაობაზე, მათ შორის ონლაინ სივრცეში, ასევე საქართველოში ციფრულ გარემოში ბავშვთა უფლებების შესახებ.

აღნიშნული მიზნები მიიღწევა მთელი რიგი აქტივობების მათ შორის საჯარო ინფორმაციის, ცნობიერების ამაღლების კამპანიის, გადაწყვეტილების მიმღებ პირთა, ხელისუფლების წარმომადგენლების და ბავშვთან ერთად მომუშავე პროფესიონალების მიზნობრივი მგრძნობელობის გაზრდის გზით.

როგორ ვმუშაობთ ჩვენ?

პროექტის მთავარი პარტნიორები არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს გენერალური პროკურატურა, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი და ა.შ. ასევე, მოძიებული იქნება თანამშრომლობა და პარტნიორობა სხვა შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან. , ასევე ამ სფეროში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან.

პროექტის ბენეფიციარები

ბავშვები საქართველოში ისარგებლებენ ძალადობის, სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობისგან გაუმჯობესებული დაცვით, მათ შორის ციფრულ გარემოში.

მნიშვნელოვანი ბმულები:


 


 

ინტერნეტში, მოძალადეები ხშირად ცდილობენ მოზარდების სექსუალური ხასიათის ქმედებებში ჩაბმას. ხშირად, მოზარდებმა არ იციან თავიანთი უფლებების შესახებ, უხერხულობის გამო უფროსებისთვის თქმა კი არ სურთ.

მშობლების როლი უმნიშვნელოვანესია. იყავი მოზარდის მხარდამჭერი და წაახალისე გულახდილობა! 

მამაცი მშობლები დგამენ უშიშარ ნაბიჯებს! 

 


 


 

ონლაინ სივრცეში მოზარდების სექსუალური შინაარსის მასალებით შანტაჟი ხშირია. დამნაშავეები მოზარდების სექსუალურ საუბრებში ჩაბმას ცდილობენ და შემდეგ ამ მასალების გაზიარებით აშანტაჟებენ.

ხშირად მოზარდებმა არ იციან თავიანთი უფლებების შესახებ, უხერხულობის გამო უფროსებისთვის თქმა კი არ სურთ.

პრობლემის უფროსებისთვის გაზიარებით შენ შეგიძლია დაიცვა შენი უფლებები.

შენ ხარ მამაცი და დგამ უშიშარ ნაბიჯებს!