Back სასწავლო ვიზიტი ნიდერლანდებში

სასწავლო ვიზიტი ნიდერლანდებში

2022 წლის 25-27 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) ორგანიზებით, ჩატარდა სამდღიანი სასწავლო ვიზიტი ნიდერლანდების სამეფოში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სააპელაციო სასამართლოს, ზუგდიდის რაიონული და რუსთავის საქალაქო სასამართლოების მენეჯერები ესტუმრნენ ამსტერდამის, ჰააგისა და დენ ბოსხის სასამართლოებს.

 

შეხვედრებზე გაიმართა დისკუსია რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე: სამართალწარმოების ხანგრძლივობის უკეთ მართვა, მონაცემებისა და სტატისტიკის გამოყენება გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში, სასამართლოებისა და მათი ბიუჯეტების მართვა და ორგანიზება, ასევე, საჩივრების განხილვა და მათზე რეაგირება. ცალკე მსჯელობის საგანი გახდა ისეთი გლობალური საკითხი, როგორიცაა სამართალწარმოების გაციფრულება და მასთან დაკავშირებული გამოწვევები.

 

სასწავლო ვიზიტის შემდეგი ნაბიჯი იქნება მოპოვებული ინფორმაციისა და გაზიარებული გამოცდილების გაცნობა კოლეგებისათვის მომდევნო მენეჯერთა ფორუმზე, რომელიც იგეგმება 2023 წელს საქართველოში.

 

ნიდერლანდების სამეფოშ 25-27 ოქტომბერი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
პროექტის მიზანი

სასამართლო სისტემისა და ადვოკატთა ასოციაციის ქმედითობის, ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის ამაღლება საკანონმდებლო გარანტიების განმტკიცებით, მმართველობის პრაქტიკისა და სასწავლო შესაძლებლობათა მხარდაჭერით, ასევე, სასამართლო სისტემის შიგნით საქმისწარმოების პროცედურებისა და მენეჯმენტის პრაქტიკის გაუმჯობესებით.

პროექტის განხორციელების გზები
  • ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანოებისა და მისი წევრი სახელმწიფოებისგან სამართლებრივი ანალიზის მიღება, საქმიანი კავშირების დამყარება და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება;
  • CEPEJ-ის ინსტრუმენტების, რეკომენდაციების, მეთოდოლოგიისა და პრაქტიკული რჩევების გამოყენებით, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ეფექტიანობისა და ხარისხის გაუმჯობესება;
  • მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება  სახელმწიფო ორგანოებთან, სამოქალაქო ორგანიზაციებთან, აკადემიურ წრეებსა და პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
  • პროექტის ფარგლებში მხარდაჭერილი ცვლილებების ინსტიტუციონალიზაციის გზით, შედეგების მდგრადობის უზრუნველყოფა;
  • PGG პროგრამის პირველი ეტაპის (2015-2018) ფარგლებში მართლმსაჯულების სფეროში მიღწეული შედეგების
მოსალოდნელი შედეგები

What do we expect to achieve? - professionalism of lawyers

  • მოსამართლეთა დანიშვნის, შეფასების, დაწინაურებისა და ანგარიშვალდებულების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები გადახედილია და შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს;
  • სასამართლოს სერვისების ხარისხი გაუმჯობესებულია CEPEJ-ის ინსტრუმენტების გამოყენებისა და მოსამართლეებისა თუ სასამართლოს თანამშრომლების გადამზადების შედეგად;
  • სასამართლოს მომხმარებლები სარგებლობენ სასამართლო სისტემის ფუნქციონირების გაზრდილი ეფექტიანობით, ანგარიშვალდებულებითა და გამჭვირვალობით;
  • საკონსტიტუციო სასამართლო უფრო ეფექტიანად მუშაობს;
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაუმჯობესებულია პროფესიაში შესასვლელი ადაპტაციის პროგრამა, ხოლო მისი წევრები სარგებლობენ გაუმჯობესებული განგრძობადი განათლების პროგრამებით.
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
პროექტის ხანგრძლივობა
პროექტი დაიწყო 2019 წლის 1 ნოემბერს და გრძელდება 2023 წლის 1 მარტამდე.
პროექტის ღირებულება
  • პროექტის სრული ბიუჯეტია 1,220,000 ევრო.
  • ბიუჯეტის 80%-ს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო 20%-ს - ევროპის საბჭო. პროექტს ახორციელებს ევროპის საბჭო.
საკონტაქტო ინფორმაცია

საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დირექტორატი. კერძოდ, მართლმსაჯულებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის სასამართლო რეფორმის სამმართველო, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისთან ერთად.

პროექტის ოფიცერი
უშანგი ბახტაძე