პროექტის შესახებ

პროექტი - „თანასწორობის გაძლიერება და დისკრიმინაციის დაუშვებლობა საქართველოში“  მიზნად ისახავს დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისგან  ეფექტიან დაცვას და უფლების აღმდგენ  მექანიზმებზე ხელმისაწვდომობის გაძლიერებას სხვადასხვა  ეთნიკური, რელიგიური ჯგუფებისა და ლგბტი ადამიანებისათვის.

 პროექტის ბიუჯეტი: 900 000 ევრო

 პროექტის ხანგრძლივობა: 1 იანვარი 2024 - 31 დეკემბერი 2025

მეთოდოლოგია

პროექტის მიზანია გააძლიეროს მოწყვლადი ჯგუფებისა და უმცირესობების დაცვა, მართლმსაჯულების სისტემის რეაგირებისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მსხვერპლთა მხარდაჭერის გაუმჯობესების გზით, უმცირესობათა უფლებების ადვოკატირებით კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გზითა და მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკის გამოყენებით.

ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმასთან შესაბამისობაში, პროექტი მიმართულია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროკომისიის (ECRI) მიერ გამოვლენილი გამოწვევების, როგორიცაა ანტი-ლგბტი სიძულვილის ენა, გადასაჭრელად.

პროექტის საბოლოო მიზანია ევროპული სტანდარტების შესაბამისად, თანასწორობისა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა საერთაშორისო ორგანოების მიერ გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და საქართველოში ევროპის საბჭოს მიზნების მისაღწევად.

პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პროკურატურა

სახალხო დამცველის აპარატი

სპეციალური საგამოძიებო სამსახური

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები

საერთო სასამართლოები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია

პროექტის მიზნები

მრავალფეროვანი ეთნიკური და რელიგიური წარმომავლობისა და ლგბტი ადამიანების მიმართ დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის პრევენციის, დაცვისა  და გადაჭრის მექანიზმების გაუმჯობესება, და მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების შესახებ ცნობიერებისა და ცოდნის გაუმჯობესება.

გამოგვყევით

  

 


 


 

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge