Back ევროპის საბჭო აგრძელებს თანასწორობის გაძლიერებას საქართველოში

ევროპის საბჭო აგრძელებს თანასწორობის გაძლიერებას საქართველოში

ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში ახალი პროექტი - თანასწორობის გაძლიერება და დისკრიმინაციის დაუშვებლობა საქართველოში დაიწყო. მისი მიზანია, სხვადასხვა  ეთნიკური, რელიგიური ჯგუფებისა და ლგბტი ადამიანებისათვის დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისგან ეფექტიანი დაცვისა და უფლების აღმდგენ  მექანიზმებზე ხელმისაწვდომობის გაძლიერება.

2024 წლის 14 მარტს ევროპის საბჭომ მმართველი კომიტეტის პირველ შეხვედრაზე, პარტნიორებთან ერთად ოფიციალურად გახსნა პროექტი. მისი პარტნიორები არიან - სახალხო დამცველის აპარატი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, საქართველოს უზენაესი სასამართლო, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, სპეციალური საგამოძიებო სამსახური და კოალიცია თანასწორობისთვის, მის წევრ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად.

შეხვედრაზე პარტნიორებმა პროექტში ჩართულობასა და ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე მზაობა და მოლოდინი გამოხატეს. მათ, ასევე განიხილეს მიღწეული შედეგები, არსებული გამოწვევები და საჭიროებები და მომავალ სამუშაოზე თავიანთი ხედვა წარმოადგინეს. პროექტის პარტიორებმა საჯარო უწყებებიდან და სამოქალაქო სექტორიდან, პროექტის წარმატებით განხორციელებაში ჩართულობის მზაობა გამოხატეს.

პროექტი გაგრძელდება 2025 წლის 31 დეკემბრამდე და ეფუძნება ევროპის საბჭოს განხორციელებული პროექტების „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ და „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების გაძლიერება“ შედეგებს.

პროექტი მიზნად ისახავს მრავალფეროვანი ეთნიკური და რელიგიური წარმომავლობისა და ლგბტი ადამიანების მიმართ დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის პრევენციის, დაცვისა  და გადაჭრის მექანიზმების გაუმჯობესება, მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების შესახებ ცნობიერებისა და ცოდნის გაუმჯობესებას.

ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმასთან შესაბამისობაში, პროექტი მიმართულია ევროპის საბჭოს სხვადასხვა მექანიზმების (მაგალითად, ECRI, მინისტრთა კომიტეტი, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო) მიერ გამოვლენილი გამოწვევების გადასაჭრელად.

პროექტი ფინანსდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

თბილისი, საქართველო 14 მარტი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge