Back სამუშაო ჯგუფი განიხილავს საპარლამენტო ზედამხედველობას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე

სამუშაო ჯგუფი განიხილავს საპარლამენტო ზედამხედველობას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე

2020 წლის 12 თებერვალს ევროპის საბჭომ ჩაატარა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა საპარლამენტო ზედამხედველობის შესახებ სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე. შეხვედრის მიზანი იყო პარლამენტის როლის საკანონმდებლო ჩარჩოს და არსებული პრაქტიკის მიმოხილვა ევროპული სასამართლოს სტანდარტების ადგილობრივ დონეზე ეფექტიან განხორციელებასთან მიმართებით. პარლამენტის წევრებმა, იუსტიციის სამინისტროს, სახალხო დამცველის, უზენაესი სასამართლოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს პარლამენტის შესაბამისი სტრუქტურების მუშაობა, ალტერნატიული ანგარიშების მნიშვნელობა და მომავალში პარლამენტის მიერ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების სახელმწიფოს მიერ სრულ აღსრულებაზე საზედამხედველო მანდატის გაძლიერება. სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შედეგად ევროპის საბჭოს ექსპერტი მოამზადებს საჭიროებათა კვლევის ანგარიშს კონკრეტული რეკომენდაციებით.

ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „საპარლამენტო კონტროლის მხარდაჭერა მთავრობის  მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECtHR) გადაწყვეტილებების აღსრულების თაობაზე“ ფარგლებში.

12 თებერვალი 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page