Back ტრენინგი მოსამართლეებისთვის მოწმის დაკითხვის სტანდარტებზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით

ტრენინგი მოსამართლეებისთვის მოწმის დაკითხვის სტანდარტებზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით

2017 წლის 23-24 მაისს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ევროპის საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი მოსამართლეებისთვის თემაზე „მოწმის დაკითხვის სტანდარტები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით“. ტრენინგი ჩატარდა ევროპის საბჭოს ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მიერ.

ტრენინგის მიზანი იყო მოსამართლეების ინფორმირებულობა მოწმის დაკითხვის სტანდარტებზე და კონკრეტული საქმეების განხილვით მონაწილეების ცოდნის გაღრმავება ისეთ საკითხებზე როგორიცაა: ადვოკატის ხელმისაწვდომობის უფლება დაკითხვის დროს, შეურაცხყოფისკენ წაქეზება, დაკითხვა და არასათანადო მოპყრობის აკრძალვა, სამხილის დასაშვებობის განმსაზღვრელი სტანდარტები, გამოძახებული მოწმის უფლებები, შეზღუდვები მოწმეების დაკითხვის მეთოდებთან  მიმართებით, ირიბი ჩვენება და დაუსწრებელი მოწმის წინასწარი ჩვენებები.

ტრენინგის შედეგად მოსამართლეებმა მიიღეს ინფორმაცია მოწმის დაკითხვის საერთაშორისო სტანდარტების შესახებ და შეუძლიათ აღნიშნული სტანდარტები გამოიყენონ სასამართლო პროცესებზე.

ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებისთვის განკუთვნილი პროგრამული თანამშრომლობის ფორმატში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page