Back პროკურორების უნარების გაუმჯობესება წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ უკეთესი ბრძოლისთვის

პროკურორების უნარების გაუმჯობესება წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ უკეთესი ბრძოლისთვის

11-12 დეკემბერს ევროპის საბჭოს და ევროკავშირის ორგანიზებით და გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით გაიმართა ორდღიანი ტრენინგი პროკურორებისთვის თემაზე: წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა“.

ტრენინგზე პროკურორებმა გაიღრმავეს ცოდნა სხვადასხვა საკითხებზე, რათა მათ უფრო ეფექტიანად შეძლონ წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების  გამოვლინება, კვალიფიცირება და გამოძიება. მონაწილეებმა განიხილეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მე-3 მუხლთან მიმართებაში საქართველოსთან დაკავშირებული პრეცედენტული საქმეები და აღკვეთის ღონისძიების ევროპული სტანდარტები.

ღონისძიება განხორცილდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა - სასამართლო რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ და ახორციელებს ევროპის საბჭო.

12 დეკემბერი 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page