Back საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ადამიანის უფლებების სწავლებაში ცოდნას იღრმავებს

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ადამიანის უფლებების სწავლებაში ცოდნას იღრმავებს

დაიწყო ახალი სასწავლო კურსი ადამიანის უფლებების სწავლებაში. ტრენინგებს ის მანდატურები, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები უძღვებიან, რომლებიც უკვე გადამზადნენ ევროპის საბჭოს ექსპერტების მიერ შემუშავებული ადამიანის უფლებათა სწავლებაზე დაფუძნებული სასწავლო პროგრამის ფარგლებში. ისინი ამჯერად ადამიანის უფლებების სწავლების შესახებ საკუთარ კოლეგებს  გადაამზადებენ, რათა ეფექტიანად წარმართონ ადამიანის უფლებათა სწავლების პროცესი სკოლებში.

ონლაინ ტრენინგები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: სიძულვილის ენა, დისკრიმინაცია და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი ასპექტები; კიბერბულინგი და სიძულვილის ენა ონლაინ სივრცეში; ადამიანის უფლებები და თანამედროვე გამოწვევები; ბავშვთა უფლებები; სტერეოტიპები და ცრურწმენები; შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა უფლებები და სხვა.

თავდაპირველად, ოცმა მანდატურმა, ფსიქოლოგმა და სოციალური მუშაკმა გაიარა ტრენერთა ტრენინგის, ხოლო 7  მათგანი შეირჩა კოლეგების ონლაინ ტრენინგების ჩასატარებლად. ჯამში, 140 ადამიანმა გაიარა ტრენინგი თბილისში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში და ქვემო ქართლში.

ადამიანის უფლებათა სასწავლო პროგრამა მანდატურებისთვის ეფუძნება არაფორმალური განათლების პრინციპებს: გამოცდილებით და თანამშრომლობით სწავლას, ევროპის საბჭოს ახალგაზრდულ სფეროში ადამიანის უფლებათა შესახებ საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებით. ის ხორციელდება ევროპის საბჭოს მხარდაჭერითა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან თანამშრომლობით.

ამ აქტივობას მხარს უჭერს ევროპის საბჭოს პროექტი “დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში, რომელიც ხორციელდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

29 მარტი 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page