Back პროკურორები და მოსამართლეები ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობენ

პროკურორები და მოსამართლეები ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობენ

28-29 ივნისს, ევროპის საბჭომ იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებისთვის ჩაატარა ორ დღიანი ტრენინგიქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საქმეების ეფექტიან  გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივ დევნაზე. ტრენინგის პროგრამა მოიცავდა  როგორც საერთაშორისო, ისე ევროპულ საკანონმდებლო ჩარჩოს, მათ შორის ევროპის საბჭოს სტამბოლის კონვენციას და სხვადასხვა ქვეყნის  საუკეთესო გამოცდილების მაგალითებს. 

ტრენინგმა საშუალება მისცა მონაწილეებს განეხილათ ის საკანონმდებლო ხარვეზები და გამოწვევები, რომელსაც ისინი პრაქტიკაში აწყდებიან. შეხვედრის მიზანს ასევე წამოადგენდა პროფესიონალებში ერთიანი მიდგომის და შეხედულების ჩამოყალიბება სხვადასხვა იურიდიულ საკითხზე, როგორიცაა მტკიცებულებათა დასაშვებობა, მსხვერპლის მიერ ჩვენების უარყოფა, მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე კოორდინირებული პასუხის ჩამოყალიბება.   

ღონისძიება წარმოადგენს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის და პრევენციის სფეროში ევროპის საბჭოსა და საქართველოს ხელისუფლების ორგანოებს შორის წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელებას. 

შეხვედრა ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და პრევენცია“ ფარგლებში. 

28-29 ივნისი, 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page