Back საერთაშორისო ფორუმი "გამოხატვის თავისუფლება და სამოსამართლო ეთიკა"

საერთაშორისო ფორუმი

5 ივლისს თბილისში გაიმართება პირველი საერთაშორისო ფორუმი თემაზე „გამოხატვის თავისუფლება და სამოსამართლო ეთიკა“. ფორუმს ორგანიზებას უწევს და მხარს უჭერს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური, ევროპის საბჭო, ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის პროექტი და USAID-ის პროგრამა კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში.

ფორუმის მიზანია ცნობიერების ამაღლება გამოხატვის თავისუფლებასა და სამოსამართლო ეთიკაზე. ასევე, დისკუსია მოსამართლის გამოხატვის თავისუფლებასა და თანამედროვე გამოწვევებს შორის ბალანსზე. ღონისძიებაზე მიმოიხილავენ ზოგად სამართლებრივ ჩარჩოსა და ქვეყნის სპეციფიკურ გამოცდილებას. მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები ისაუბრებენ საუკეთესო პრაქტიკაზე, სოციალური მედიისა და სამოსამართლო ეთიკის ძირითად გამოწვევებზე, ასევე, მსმენელებს გაუზიარებენ რეკომენდაციებს მოსამართლეების მიერ სოციალური მედიის გამოყენების სახელმძღვანელოს შემუშავების შესახებ.  

ფორუმი გაიმართება შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში, 09:30 საათზე. ღონისძიებას გახსნიან დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე, უზენაესი სასამართლოს მოვალეობის შემსრულებელი მზია თოდუა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან ურსე, EU4Justice სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი რენატე ვინტერი და USAID/PROLoG -ის ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე.

დამოუკიდებელი ინსპექტორი წარადგენს დისციპლინური სისტემის ბოლოდროინდელ რეფორმას საქართველოში.

ფორუმს დაესწრებიან სასამართლო ხელისუფლების, მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორისა და მედიის  წარმომადგენლები.

ღონისძიება ღიაა მედია წარმომადგენლებისთვის.

თბილისი, საქართველო 5 ივლისი 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page