Back საქართველოს მოსამართლეები გამოხატავენ მზადყოფნას გამოიყენონ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია თავიანთ გადაწყვეტილებებში

საქართველოს მოსამართლეები გამოხატავენ მზადყოფნას გამოიყენონ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია თავიანთ გადაწყვეტილებებში

2017 წლის 20 მაისს ევროპის საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მონაწილეობით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ჩაატარა სამუშაო შეხვედრა მოსამართლეებთან და ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებთან თემაზე „საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოყენების სტანდარტები“.

სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მომზადებული კვლევის „საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების სტანდარტები“ შედეგების გაზიარება მოსამართლეებისთვის.

შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაწესებული სტანდარტების გამოყენების საუკეთესო პრაქტიკას  საქართველოს სასამართლოებში და ასევე გაეანალიზებინათ ის შემთხვევები, როცა  სასამართლოებმა ევროპული კონვენციის სტანდარტი არამართებულად ან არასრულად გამოიყენეს. ამავდროულად, ევროპის საბჭოს კონსულტანტმა მოსამართლეებს გააცნო კვლევაში გაჟღერებული რეკომენდაციები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის სწორ და ჰარმონიულ გამოყენებასთან დაკავშირებით. მონაწილეებმა ასევე განიხილეს არსებული სირთულეები და პრობლემების მოგვარების გზები კონვენციის სტანდარტების გამოყენებასთან დაკავშირებით.

შეხვედრის შედეგად ორმოცდაათზე მეტი მოსამართლე გაეცნო კვლევის შედეგებს და ისინი მომავალში უკეთ შეძლებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გამოყენებას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

ღონისძიება განხორციელდა ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის - “საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან” ფარგლებში, რომელიც არის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ პროგრამის ნაწილი.

20 მაისი 2017
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page