Back ევროპის საბჭო წარადგენს კვლევას „საერთო სასამართლოების მართვის რგოლში ქალ მოსამართლეთა დაბალი წარმომადგენლობის განმსაზღვრელი ფაქტორები“

ევროპის საბჭო წარადგენს კვლევას „საერთო სასამართლოების მართვის რგოლში ქალ მოსამართლეთა დაბალი წარმომადგენლობის განმსაზღვრელი ფაქტორები“

ოთხაშაბათს, 23 ოქტომბერს ევროპის საბჭო გამართავს კვლევის პრეზენტაციას, რომელიც „საერთო სასამართლოების მართვის რგოლში ქალ მოსამართლეთა დაბალი წარმომადგენლობის განმსაზღვრელ ფაქტორებს“ შეეხება.

კვლევა ჩატარდა თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდებით. საწყისი ეტაპი მოიცავდა თვისებრივ გამოკითხვას: სიღრმისეულ ინტერვიუებსა და ფოკუს ჯგუფებს საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ზესტაფონში. თვისებრივი კვლევისას გამოიკითხნენ მოსამართლეები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, პარლამენტისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ასევე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები. კვლევის მეორე ეტაპზე ჩატარდა რაოდენობრივი გამოკითხვა ონლაინ კითხვარით მოსამართლეების, სასამართლოს მენეჯერებისა და მოსამართლის თანაშემწეების ჩართულობით.   

მზია თოდუა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ლევან გზირიშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და კრისტიან ურსე, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართავენ.

კვლევა ჩაატარა „ეისითიმ“ (ACT) ევროპის საბჭოს პროექტისთვის „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“.

ღონისძიება გაიმართება 23 ოქტომბერს, 10:30 საათზე, შერატონ გრანდ მეტეხი პალასში.

მედია წარმომადგენლებისთვის პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია.

თბილისი, საქართველო 22 ოქტომბერი 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page