Back ევროპის საბჭო განაგრძობს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერას

ევროპის საბჭო განაგრძობს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერას

31 აგვისტოსა და 1 სექტემბერს კახეთში გაიმართა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018-2022 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავების შესახებ სამუშაო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სხვადასხვა კომიტეტების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები. ორდღიანი სემინარის მიზანი იყო სტრატეგიული განვითარების გეგმის შესახებ დისკუსიების წარმართვის ხელშეწყობა.  

შეხვედრას წინ უსწრებდა სიტუაციური კვლევა, რომელიც მოიცავდა მონაცემთა თვისობრივ ანალიზს: კითხვარებისა და ფოკუს-ჯგუფ ინტერვიუების შედეგების დამუშავებას. კვლევაში მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, სხვადასხვა ადვოკატთა გაერთიანებებისა და საჯარო სტრუქტურების წარმომადგენლები.

შედეგად შემუშავდა რიგი რეკომენდაციები, რაც ხელს შეუწყობს იურიდიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, ადვოკატთა ასოციაციის მეტად გამჭვირვალე ფუნქციონირებასა და ეთიკური - პროფესიული პრინციპების გაძლიერებას.

„სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავს ორგანიზაციული განვითარების სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავებას. შედეგად, ოთხი წლის შემდეგ ჩვენი ასოციაცია უნდა იყოს გაცილებით უფრო ქმედითი ორგანიზაცია, რომელიც მეტად აქტიურად და კვალიფიციურად ჩაერთვება მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმებში და უპასუხებს თანამედროვე გამოწვევებს როგორც მენეჯმენტის, ასევე საკომუნიკაციო კუთხით“ - განაცხადა დავით ასათიანმა,  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ.

აქტივობა მხარდაჭერილია  ევროკავშირი/გაეროს ერთობლივი პროექტის   სასამართლო ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ევროპის საბჭოს პროექტის - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ მიერ, რომელიც ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიეტუვის რესპუბლიკის, ნორვეგიის, სლოვაკეთის რესპუბლიკისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობებით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page