Back ხელს ვუწყობთ სასამართლო სისტემისა და ადვოკატთა ასოციაციის უკეთ ფუნქციონირებას

ხელს ვუწყობთ სასამართლო სისტემისა და ადვოკატთა ასოციაციის უკეთ ფუნქციონირებას

24-25 ნოემბერს სასამართლოს, ადვოკატთა ასოციაციისა და დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომლების ჩართულობით გაიმართა ორდღიანი სემინარი თემაზე „სოციალური მედია: მნიშვნელობა და ეფექტიანი მართვა“.

სემინარს წინ უსწრებდა ორგანიზაციების არსებული სოციალური მედიის პლატფორმების ანალიზი და სამუშაო შეხვედრა საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტებთან. ტრენინგი მიზნად ისახავდა საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომლების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებასა და ორგანიზაციების გამჭვირვალეობის გაზრდას, რაც ინსტიტუციების უკეთ ფუნქციონირებას შეუწყობს ხელს.

ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. სემინარზე მიმოიხილეს სოციალური მედიის პრინციპები, ძირითადი არხები, ქართული ონლაინ ბაზრის მომხმარებელთა ქცევები, ციფრული პროდუქტები, უახლესი მაგალითები, სოციალური მედიის ანალიზი, ონლაინ აქტივობების დაგეგმვა და ანგარიშგება.

სემინარი ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - ორგანიზებით, რომელიც ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიეტუვის რესპუბლიკის, ნორვეგიის, სლოვაკეთის რესპუბლიკისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობებით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page