Back “იურიდიული პროფესიის თანამედროვე გამოწვევები“ - საერთაშორისო კონფერენცია თბილისში

“იურიდიული პროფესიის თანამედროვე გამოწვევები“ - საერთაშორისო კონფერენცია თბილისში

2017 წლის 12-13 მაისს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ მეორე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა, რომლის თემაც იყო „იურიდიული პროფესიის თანამედროვე გამოწვევები“. კონფერენციის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ ევროპის საბჭო, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში”, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტი (EWMI/PROLoG).

კონფერენციამ, რომელშიც 12 ქვეყნის ადვოკატთა ასოციაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, საშუალება მისცა ადვოკატებს, ემსჯელათ ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა: - ტერორიზმი, პირადი ცხოვრების დაცულობა და კლიენტისა და ადვოკატის ურთიერთობა; იურიდიული პროფესიის ექსკლუზიურობა და შესაძლო შეზღუდვები; პირადი მონაცემების დაცვა და იურისტების მიერ სოციალური მედიის გამოყენება. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, „ადვოკატები უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ არა მარტო კონკრეტულ ინდივიდთა უფლებების დაცვაში, არამედ ასევე სახელმწიფოს ხელისუფლების სამ შტოს შორის ძალაუფლების ბალანსის უზრუნველყოფაში“. ქ-ნმა მარია სლაზაკმა, ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მიმდინარე კონფერენციაში ქვეყნის პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობის მნიშვნელობას, რადგან, მისი თქმით, „ეს გვაძლევს რწმენას, რომ ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერით, უფრო მეტად გაუმჯობესდება ადვოკატთა უფლებების დაცვა საქართველოში“. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ტრადიციას არ დაარღვევენ და ამგვარ კონფერენციას მომავალ წლებშიც გამართავენ.  

ეს ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - თანადაფინანსებით. პროექტი ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ნორვეგიის, სლოვაკეთისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობებით ფინანსდება, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page