Back ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს მონიტორინგის საკითხებში ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო სამხრეთ ოსეთში (საქართველოში)

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს მონიტორინგის საკითხებში ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო სამხრეთ ოსეთში (საქართველოში)

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს საკითხების მონიტორინგის თანამომხსენებლები კერსტინ ლუნდგრენი (შვედეთი) და ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) ცხინვალში დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დატყვევებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ და მომხდარ ფაქტს გმობენ.

„ჩვენ მოვუწოდებთ სეპარატისტ ხელისუფლებას, ასევე რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას, როგორც დე-ფაქტო მმართველ ძალას, განახორციელონ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების სრულფასოვანი და გამჭვირვალე გამოძიება და გაასამართლონ პასუხისმგებელი პირები. გარდა ამისა, ჩვენ ვითხოვთ ბატონ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და დაბრუნებას თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, - განაცხადეს თანამომხსენებლებმა.

მათ აგრეთვე კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტრიული მთლიანობისა და მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობის მხარდაჭერა.

Strasbourg 26.02.2018
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page