Back bE-Open: ამოქმედდა სამოქმედო ინსტრუმენტი ღია მმართველობისათვის

bE-Open: ამოქმედდა სამოქმედო ინსტრუმენტი ღია მმართველობისათვის

ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის მე-40 სესიის აღსანიშნავად ამოქმედდა ახალი ონლაინ ინსტრუმენტი - bE-Open. ეს ინსტრუმენტი მიზნად ისახავს ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობაში ჩართული პირების  ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესების საქმეში მხარდაჭერას. იგი იძლევა პრაქტიკულ მითითებებს საზოგადოებრივი ეთიკის, ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის და მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ.

bE-Open-ის საშუალებით სწრაფად და მარტივად არის ხელმისაწვდომი შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები და ადგილობრივი მონაცემები, კანონმდებლობა, პრეცედენტული სამართალი და სახელმძღვანელო მითითებები, ასევე სომხეთის, საქართვლოს, მოლდოვას რესპუბლიკის და უკრაინის კარგი პრაქტიკა.  

ეს ონლაინ ინსტრუმენტი შექმნილია ადგილობრივად არჩეული წარმომადგენლებისა და საჯარო ადმინისტრაციების, აგრეთვე იმ მოქალაქეების ურთიერთგაგების გაღრმავების მიზნით, რომლებიც ემსახურებიან მშვიდობიანი, წარმატებული და სამართლიანი საზოგადოების საფუძვლების განმტკიცებას.

bE-Open შეიმუშავა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესმა, თანამშრომლობის აქტივობების ფარგლებში, საზოგადოებრივი ეთიკის და კორუფციის პრევენციის პრიორიტეტების შესაბამისად, აგრეთვე ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით. იგი ეფუძნება სომხეთის, საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკის და უკრაინის მოქალაქეთა ჩართულობის სახელმძღვანელოებს.

ინსტრუმენტი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.coe.int/congress/beopen.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page