Back 5-7 ოქტომბერი: ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პროგრამის „პარტნიორობა კარგი მმართველობის“ შუალედურ შედეგებს მაღალი რანგის ონლაინ კონფერენციაზე წარადგენენ

5-7 ოქტომბერი: ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პროგრამის „პარტნიორობა კარგი მმართველობის“ შუალედურ შედეგებს მაღალი რანგის ონლაინ კონფერენციაზე წარადგენენ
სტრასბურგი, 2020 წლის 24 სექტემბერი - 5-7 ოქტომბრის ონლაინ ღონისძიებაზე ევროკავშირი და ევროპის საბჭოს 2019 წელს დაწყებული პროგრამის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ ფარგლებში საზოგადოებას გააცნობენ პროგრამის შუალედურ შედეგებს და ისაუბრებენ იმ ზეგავლენაზე რასაც აღნიშნული პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით ახდენს. ღონისძიება ტარდება  „მოქალაქეთა ყოფის გაუმჯობესება უკეთესი მმართველობის გზით“ სახელით.


5 ოქტომბერს, 09:00 (CET) საათზე კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით გახსნიან ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი და ევროკავშირის კომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ოლივერ ვარჰეი.

მისასალმებელი სიტყვების შემდეგ 10:30 (CET) საათზე პირდაპირ ეთერში გაიმართება პირველი სესია: „აღმოსავლეთ პარტნიორობა: გამოწვევები და პრიორიტეტები სამომავლო თანამშრომლობისთვის“ (ბმული  https://primetime.bluejeans.com/a2m/live-event/rxgwqdzs )

7 ოქტომბერს 10:30 (CET) საათზე დაგეგმილია მეორე ონლაინ შეხვედრა: „COVID 19-თან ეფექტიანად ბრძოლის სათანადო ღონისძიებები და მიღებული გამოცდილება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონების მაგალითის მიხედვით“. 

ღონისძიებაში მონაწილეობენ ევროპის საბჭოს, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ოფიციალური პირები.

დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ კითხვები დასვან „ჩატის“ საშუალებით, რომელზეც პასუხს დისკუსიაში მონაწილე პირებისგან პირდაპირ ეთერში მიიღებენ.

5-7 ოქტომბერს პირდაპირი სესიების შუალედში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლების ინტერვიუების, წარმატებულ ისტორიებსა და განცხადებებს. დაინტერესებულ პირებს, დამატებით წვდომა ექნებათ  პროგრამის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ ფარგლებში  განსაზღვრული სფეროების მიღწეულ შედეგებზე. აღნიშნული სფეროებია: ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, მოქალაქეებისთვის მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესება, ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა. ინფორმაცია ხელმისაწვდომია სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე pjp-eu.coe.int/PGG4Citizens 5 ოქტომბრის 9:00 (CET) საათიდან, ღონისძიების მსვლელობისა და მისი დასრულების შემდეგაც.   

დაინტერესებულ მედია საშუალებებს შეუძლიათ ინფორმაცია სხვადასხვა სახით გაცნობა: სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე სტუმრობა, პირდაპირ ეთერში სესიების დასწრება და დისკუსიების დროს ონლაინ კითხვის დასმა.

პროგრამა „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ თანადაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ და ახორციელებს ევროპის საბჭო.

დამატებითი ინფორმაცია:

2014 წლის აპრილში, ევროკავშირი და ევროპის საბჭო შეთანხმდნენ რომ თანამშრომლობის ღონისძიებები სომხეთთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, მოლდოვას რესპუბლიკასთან, უკრაინასთან და ბელარუსთან  - ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან - გაიმართებოდა საერთო პროგრამის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის (PGG)“ ფარგლებში.

PGG -ის თანამშრომლობათა ღონისძიებების მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, რომლებიც ამავდროულად ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნებიც არიან ბელორუსიის გამოკლებით, შესაძლებლობების განვითარება; ასევე, ადგილობრივ დონეზე რეფორმების განხორციელება და იმ მიმართულებების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება და ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, როგორიცაა ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობისა და დემოკრატია.

აღნიშნული პროგრამის პირველი ფაზა 2015 -2018 წლებში მიმდინარეობდა. მეორე ფაზა 2019 წელს დაიწყო და 2021 წელს სრულდება. მისი მიზანია კორუფციისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა.  

Strasbourg, France 24 September 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page