ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტისსაქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთანმიზანია ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა საქართველოში. პროექტი მიზნად ისახავს სისხლის მართლმსაჯულების სისტემის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანითა და იურისტების შესაძლებლობების გაძლიერებით ამ სისტემის ეროვნულ დონეზე სათანადოდ გამოსაყენებლად. პროექტი დაფინანსებულია აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებისთვის განკუთვნილი პროგრამული თანამშრომლობის ფორმატში.


პროექტის ხანგრძლივობა
1 ივლისი, 2015 წელი - 31 დეკემბერი, 2018 წელი

 

პარტნიორები
იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს უზენაესი სასამართლო, თბილისის საქალაქო სასამართლო, რაიონული სასამართლოები, იუსტიციის უმაღლესი სკოლა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

ვინ მიიღებს სარგებელს?

  • საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სარგებელს მიიღებენ უფლებების გათანაბრებითა და ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესებული სისტემით;
  • საქართველოში მოღვაწე მოსამართლეები, პროკურორები და ადვოკატები, რომლებსაც მიეცემათ შესაძლებლობა რომ გამოიყენონ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია მათ ყოველდღიურ საქმიანობაში;
  • პოლიტიკაში ჩართული გადაწყვეტილების მიმღები პირები.

როგორ იმუშავებს პროექტი?

  • ორმხრივი მუშაობითა და გამოცდილების მრავალმხრივ გაზიარებით;
  • განსაკუთრებული აქცენტითა და მიდგომით საერთო საკითხებზე;
  • შესაძლებლობების გაძლიერების ინსტრუმენტებსა და ექსპერტიზაზე ყურადღების გამახვილებით.

პროექტის საქმიანობები
- რეფორმებისა და სამართლებრივი ექსპერტიზისთვის რეკომენდაციების შემუშავება;
- სასწავლო ვიზიტები, ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები, კონფერენციები;
- შესაბამისი მასალის თარგმნა ქართულ ენაზე.

პროგრამის სიახლენი

Back HELP-ის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი

HELP-ის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი

17 დეკემბერს ოცმა მოსამართლის ასისტენტმა მიიღო HELP-ის (Human Rights Education for Legal Professionals) კურსის „განაჩენის დასაბუთება სისხლის სამართლის საქმეებზე“ წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

მონაწილეებმა ორი თვის განმავლობაში გაიარეს ინტენსიური ონლაინ-კურსი თემაზე „განაჩენის დასაბუთება სისხლის სამართლის საქმეებზე“, რაც ევროკავშირის, ევროპის საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის ერთობლივი მუშაობის შედეგს  წარმოადგენდა. მონაწილეებმა ტრენინგზე შეისწავლეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების ძირითად პრინციპები. ეს უფასო ონლაინ-კურსი მორგებული იქნა მოსამართლეების საჭიროებებზე, რომლებიც ვალდებული არიან ეროვნულ სასამართლოებში მიღებულ გადაწყვეტილებებში გამოიყენონ ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი.

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების გაძლიერება“, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის ფარგლებში. 

17 დეკემბერი, 2018
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page