Back სემინარი ევროპის სოციალური ქარტიის მიუღებელ დებულებებზე საქართველოს ეროვნულ რეგულაციებთან მიმართებაში

სემინარი ევროპის სოციალური ქარტიის მიუღებელ დებულებებზე საქართველოს ეროვნულ რეგულაციებთან მიმართებაში

ევროპის საბჭოს პროექტმა „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ გამართა ორდღიანი სემინარი ევროპის სოციალური ქარტიის მიუღებელი დებულებების შესახებ საქართველოს ეროვნულ რეგულაციებთან მიმართებაში. სემინარის მიზანი იყო საქართველოს მიერ ევროპის სოციალური ქარტიის შემდგომი დებულებების რატიფიცირების ხელშეწყობა და მათი სოციალური უფლებების დაცვის ინსტრუმენტად მიღების შესაძლებლობებზე დისკუსიის განახლება.

ამ დისკუსიის განახლება, დასაბუთებული რომ იყოს უნდა დაიწყოს ქარტიის და მისი მონიტორინგის პროცედურების ცოდნის გაღრმავებით და საქართველოს მიერ მიუღებელ დებულებებზე ყურადღების გამახვილებით.  სემინარის დროს სწორედ ასეთი ცოდნა იყო გაზიარებული.

ღონისძიებას ხუთი სამინისტროს, პარლამენტის, სახალხო დამცველის, შრომის ინსპექციის, პროფკავშირების, დამსაქმებელთა ასოციაციის, შესაბამისი სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სტეფან სირბუმ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, თამარ გვარამაძემ, საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ და ირმა გელაშვილმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა გახსნეს სემინარი.

მეორე დღეს მონაწილეებს საშუალება მიეცათ შეხვედროდნენ სოციალური უფლებების ევროპული კომიტეტის წარმომადგენლებს, ბატონ მატი მიკოლას, ECSR-ის ყოფილ პრეზიდენტს, ქალბატონ მონიკა შლახტერს, ECSR-ის ყოფილ ვიცე პრეზიდენტს და ქალბატონ ტატიანა პუიუს, ECSR-ის ამჟამინდელ წევრს. ამ პანელმა გამოიწვია ძალიან ცოცხალი დისკუსია, რომელიც დაეხმარა მონაწილეებს უკეთ გაეგოთ ევროპის სოციალური ქარტიით გარანტირებული ძირითადი უფლებების უნივერსალურობა და განუყოფლობა და თუ როგორ მუშაობს სოციალური უფლებების ევროპული კომიტეტი მათ მონიტორინგზე.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტისსოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოშიფარგლებში. პროექტი წარმოადგენს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ სამოქმედო გეგმის ნაწილს.

ng Protection of Social and Economic Rights in Georgia.” The Project is part of the Council of Europe Action Plan for Georgia 2020-2023.

15-16 მარტი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page