Back დისკუსია მოსამართლეთა დისციპლინურ გადაცდომებზე

დისკუსია მოსამართლეთა დისციპლინურ გადაცდომებზე

2015 წლის 25 თებერვალს, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და ევროპის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდის დისკუსია სახელწოდებით „მოსამართლეთა დისციპლინური გადაცდომები - შემოთავაზებული ჩამონათვალი და განმარტებები“.

შეხვედრა მიზნად ისახავდა   საქართველოში დისციპლინური სამართალწარმოების სისტემის შემდგომი რეფორმის საჭიროებაზე დისკუსიის წამოწყებას და უშუალოდ შეეხებოდა  დისციპლინური გადაცდომების შემოთავაზებულ ჩამონათვალს, რომელიც მართლმსაჯულების რეფორმის შემდგომი ეტაპის საკანონმდებლო პაკეტში უნდა იქნას გათვალისწინებული.

შეხვედრა გახსნეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ქ-ნმა ნინო გვენეტაძემ, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ბ-ნმა კრისტიან ურსემ და სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარემ, ბ-ნმა გიორგი ტყავაძემ. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს საკითხის მნიშვნელობას საქართველოში სასამართლო სისტემის ანაგარიშვალდებულების გაძლიერების თვალსაზრისით. ბ-ნმა კრისტიან ურსემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა  ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს მე-3 დასკვნაზე, რომელიც ევროპის საბჭოს წევრ სახლმწიფოებს მოუწოდებს რაც შეიძლება ნათლად განსაზღვრონ ის გადაცდომები,  რაც იწვევს დისციპლინური სანქციების გამოყენებას.

სადიციპლინო კოლეგიის ყოფილმა წევრმა, ბ-ნმა კახა წიქარიშვილმა, და ამავე კოლეგიის ამჟამინდელმა წევრმა ქ-ნმა ქეთევან ბექაურმა  დისციპლინური გადაცდომების შემოთავაზებული ჩამონათვალი წარმოადგინეს. ევროპის საბჭოს ექსპერტებმა, ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს წევრმა და ყოფილმა თავმჯდომარემ, ბატონმა გერჰარდ რაისნერმა შეაფასა დისციპლინური გადაცდომების შემოთავაზებულ ჩამონათვალის შესაბამისობა ევროპის საბჭოს სტანდარტებთან და მისი წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკასთან და შეხვედრის მონაწილეებს თავისი რეკომენდაციები გაუზიარა.

მოსამართლეები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში, იუსტიციის სამინისტროს, პარლამენტის და სახლახო დამცველის ოფისის,  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ შეხვედრას და მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მოსამართლეთა სადისციპლინო სისტემა საჭიროებს შემდგომ რეფორმას, რათა ევროპის საბჭოს სტანდარტებთან და მისი წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოვიდეს.

მრგვალი მაგიდის დისკუსია გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის – „მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია დანიის სამეფოს მიერ.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge