Back შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულები და მონაცემების შეგროვება ევროპული კონვენციის სტანდარტების მიხედვით

შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულები და მონაცემების შეგროვება ევროპული კონვენციის სტანდარტების მიხედვით

აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის  30-31 მაისს ბორჯომში ტრენინგი ჩატარდა, რომელიც წინა ტრენინგების გამოცდილებას ეფუძნებოდა (2023 წლის თებერვალი, 2022 წლის ივლისი, 2021 წლის ოქტომბერი, 2021 წლის ივლისი, 2019 წლის დეკემბერი და სხვა). თანაშემწეები გაეცნენ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას (ECHR)  და დისკრიმინაციის, შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულებისა და სიძულვილის ენაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, მათ შორის შესაბამისი მონაცემების შეგროვებას.

ტრენინგზე ასევე განხილული იყო  დისკრიმინაციის გამოვლინებები და პრეცედენტული სამართლის საფუძველზე სახელმწიფოს უარყოფითი და დადებით ვალდებულებები. ტრენინგის მონაწილეებმა, ასევე, მიიღეს ინფორმაცია შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების აღსარიცხი სპეციალური ფორმების შევსებაზე.

შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების შესახებ მონაცემთა შეგროვების ტრენინგების ეს სერია ხელს უწყობს საქართველოში შეუწყნარებლობით გამოწვეული დანაშაულების მონაცემთა შეგროვების მეთოდოლოგიის გაუმჯობესებას.

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI)-ის რეკომენდაციების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლისა და მინისტრთა კომიტეტის შესაბამისი გადაწყვეტილებების შესაბამისად, საქართველომ უნდა გააუმჯობესოს შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულებისგან დაცვისა და მათზე რეაგირების მექანიზმები და შესაბამისი მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის პრაქტიკები.

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში 2018 წლიდან თანამშრომლობს სამართალდამცავ და მართლმსაჯულების სისტემასთან, რათა ხელი შეუწყოს შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას და მონაცემთა შეგროვების მეთოდოლოგიის გაუმჯობესებას. პროცესის მხარდასაჭერად ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული იყო სხვადასხვა ტრენინგი და სამუშაო შეხვედრები.

ეს ინიციატივა პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ ნაწილია, რომელიც საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში ფინანსდება.

30-31 მაისი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page