Back ტრენინგი თემაზე: ადმინისტრაციული სამართალწარმოების თავისებურებანი

ტრენინგი თემაზე: ადმინისტრაციული სამართალწარმოების თავისებურებანი

30 ივნისსა და 1 ივლისს,  საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგისა და იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ორდღიანი დისტანციური ტრენინგი თემაზე: ადმინისტრაციული სამართალწარმოების თავისებურებანი. ევროპის საბჭოს ექსპერტმა ტრენინგის მონაწილეებს გააცნო მოქმედი კანონმდებლობის სხვადასხვა ასპექტი და პრობლემური საკითხი. ექსპერტმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სასამართლო პრაქტიკის ანალიზსა და ხაზი გაუსვა პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობის თაობაზე კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობას. ტრენინგი მიზნად ისახავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას.  

ტრენინგი ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში.

30 ივნისი - 1 ივლისი, 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page