Back სამართლებრივი წერის ტრენინგი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის

სამართლებრივი წერის ტრენინგი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის

2020 წლის 8 ივლისს, ევროპის საბჭომ დაიწყო ტრენინგი სამართლებრივი წერის ტექნიკაზე, რომელიც განკუთვნილია საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებისათვის. ტრენინგში ჩაერთვებიან ის მოხელეები, რომლებსაც უწევთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით, ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების და სამართლებრივი შეფასებების წერილობითი ფორმით მომზადება. აქტივობა მიზნად ისახავს, შესაბამისი თანამშრომლებისათვის სამართლებრივი წერის უნარების კიდევ უფრო გაუმჯობესებას, რაც ხელს შეუწყობს შესაბამისი დეპარტამენტების ეფექტურობის გაზრდას და უზრუნველყოფს, სამსახურის მიერ მაღალი ხარისხის ოფიციალური დოკუმენტების წარმოებას.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის „მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით, რომელიც მხარს უჭერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესაძლებლობების გაზრდას.

8 ივლისი, 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page