Back ტრეინინგი ბუღალტრებისა და აუდიტორებისათვის „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა“ (AML/CFT)

ბუღალტრებმა და აუდიტორებმა გაიუმჯობესეს ცოდნა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში
ტრეინინგი  ბუღალტრებისა და აუდიტორებისათვის „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა“ (AML/CFT)

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული იქნა ორდღიანი ტრეინინგი ბუღალტრებისა და აუდიტორებისათვის „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებულ ნორმებთან შესაბამისობა“. ტრეინინგში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებმა, ასევე, საქართველოში მოქმედმა აუდიტორებმა და ბუღალტრებმა. მონაწილეები გაეცნენ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტებს, ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნებს, აუდიტორებისა და ბუღალტრებისათვის არსებულ რისკებს, ასევე, ზედამხედველობის განხორციელების მექანიზმებს. პრეზენტაციებისა და კონკრეტული კაზუსების განხილვის გზით მონაწილეებს საშუალება ქონდათ ევროპის საბჭოს ექსპერტთან ერთად განეხილათ დღეისათვის არსებული გამოწვევები, თანამშრომლობის მნიშვნელობა და ზედამხედველობის მეთოდების და პროცედურების განხორციელების საუკეთესო პრაქტიკა. ტრეინინგი ნაწილია ევროპის საბჭოს ძალისხმევის  აამაღლოს არაფინანსური ინსტიტუტების პრაქტიკა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში.

ტრეინინგი წარმოადგენს ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოს (PCF) ფარგლებში არსებული პროექტის „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა“  ფარგლებში  განხორციელებულ ღონისძიებას.

Tbilisi, Georgia 27-28 თებერვალი, 2017
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge