Back საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს ჩაუტარდათ ტრენერთა ტრენინგი თემაზე საარჩევნო კანონმდებლობა და საარჩევნო დავების განხილვა

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს ჩაუტარდათ ტრენერთა ტრენინგი თემაზე საარჩევნო კანონმდებლობა და საარჩევნო დავების განხილვა

საარჩევნო მხარდაჭერის წინა პროექტის ფარგლებში, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში დაინერგა მუდმივი სასწავლო კურსი საარჩევნო კანონმდებლობა და საარჩევნო დავების განხილვა საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის, კურსი შემუშავდა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასთან (ISFED) თანამშრომლობით. შეიქმნა სასწავლო მოდული და შესაბამისი სასწავლო მასალა. თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და თბილისი საქალაქო სასამართლოს ექვსმა მოსამართლემ წარმატებით დაასრულა ტრენერთა ტრენინგის პირველი ნაწილი. სასწავლო კურსის განხორციელება გულისხმობს საპილოტე ტრენინგების ჩატარებას საარჩევნო დავების განმხილველი 60 მოსამართლისათვის, რაც მოიცავს თბილისს, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს.

საპილოტე ტრენინგებზე მოსამართლეთათვის გასაცნობი საკითხების მოცულობის გათვალისწინებით, 16 თებერვალს ჩატარდა მორიგი ტრენერთა ტრენინგი. ადგილობრივმა ექსპერტებმა, საქართველოს უზენასი სასამართლოს მოსამართლეებმა და ISFED-ის წარმომადგენლებმა, ფასილიტაცია გაუწიეს თემატურ დისკუსიებს და მომავალ ტრენერებთან ერთად შეთანხმდნენ საპილოტე ტრენინგებზე ერთგვაროვანი პრაქტიკის უზრუნველსაყოფად აუცილებელი მიდგომებზე. მონაწილეები საბოლოოდ შეჯერდნენ სასწავლო მოდულსა და სასწავლო მასალებზე, ასევე - ტრენერებს შორის თემების გადანაწილებაზე.

ტრენერთა ტრენინგი ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობის და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში.

16 თებერვალი 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page