Back HELP-ის მესამე დისტანციური სწავლების კურსი ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის თემაზე ოფიციალურად დაიწყო

HELP-ის მესამე დისტანციური სწავლების კურსი ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის თემაზე ოფიციალურად დაიწყო

2019 წლის 4 მარტს, ევროპის საბჭომ საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად დაიწყო HELP-ის მესამე დისტანციური სწავლების კურსი ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის თემაზე.  

კურსის შედეგად 20 პროკურორი, გამომძიებელი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი გაიღრმავებს ცოდნას იმ ძირითადი ცნებების, საერთაშორისო და ევროპული საკანონმდებლო ჩარჩოს შესახებ, რომელიც განსაზღვრავს ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციას და მათ დაცვას, მათ შორისაა ასევე ევროპის საბჭოს სტამბოლის კონვენციაც

ღონისძიება  ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში ვაჰაგ მურადიანმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა და საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა სალომე შენგელიამ გახსნეს. ევროპის საბჭოს  HELP-ის განყოფილების წარმომადგენელმა ანა მედარსკა-ლაზოვამ შეხვედრაზე მონაწილეებს კურსის შინაარსი და HELP-ის პლატფორმის ტექნიკური  ნაწილი გააცნო.

HELP-ის მესამე დისტანციური სწავლების კურსი წარმოადგენს იმ წარმატებული თანამშორმლობის სერიების გაგრძელებას, რომელსაც ევროპის საბჭო ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციის თემაზე შესაბამის სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობით ანხორციელებს.

ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის ‘ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძლა და პრევენცია საქართველოში“ ფარგლებში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page