Back სადაზღვევო სექტორი და საქართველოს ფინანსური დაზვერვის სამსახური აქტიურად თანამშრომლობენ ეკონომიკური დანაშაულების წინააღმდეგ საბრძოლველად შესაბამისობის გაზრდის მიზნით

სადაზღვევო სექტორი და საქართველოს ფინანსური დაზვერვის სამსახური აქტიურად თანამშრომლობენ ეკონომიკური დანაშაულების წინააღმდეგ საბრძოლველად შესაბამისობის გაზრდის მიზნით

ევროპის საბჭომ, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხვედველობის სამსახურთან თანამშრომლობით,  სადაზღვევო სექტორისათვის გამართა ორ-დღიანი ტრენინგი, რომელიც შეეხებოდა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის (AML/CFT) ნორმებთან შესაბამისობა.

 ტრენინგი წარმოადგენს იმ აქტივობების ნაწილს, რომელთა მიზანია კერძო სექტორის მიერ AML/CFT მოთხოვნებთან ეფექტური და ეფექტიანი შესაბამისობის მხარდაჭერის უზრუნველყოფა.  შეხვედრა განხორციელდა პარტნიორობა კარგი თანამშრომლობისათვის II 2019-2022 ფარგლებში არსებული პროექტის მიერ, რომლის მეშვეობით დაგეგმილია აქტივობები უშუალოდ ფინანსური ინსტიტუტებისათვის. ეს აქტივობები მოიცავს ისეთ საკითხებს, რომლებიც შეეხებიან პოლიტიკურად აქტიური პირების შესახებ ცოდნის გაძლიერებასა და შესაბამისი ზომების იმპლემენტაციას, ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციასა და ვერიფიკაციას, ზედამხედველის მიერ იდენტიფიცირებული გამოწვევებისა და ხარვეზების განხილვას. ტრენინგზე განხილული იქნა საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ანგარიში (2019), რომელიც შეიცავს სადაზღვევო კომპანიებისათვის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების მიმართულებით არსებულ რისკებს. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის (საქართველოს ფინანსური დაზვერვის სამსახური)  წარმომადგენელმა მონაწილეებს გააცნო ეროვნული რისკების შეფასების შედეგები და MONEYVAL-ის მიერ საქართველოს მე-5 რაუნდის შეფასების ანგარიში,  ასევე AML/CFT კანონმდებლობის მოთხოვნები.

ტრენინგის მონაწილეებმა მიმოიხილეს შესაბამისი საერთაშორისო AML/CFT სტანდარტები და მათი რელევანტურობა საქართველოში მზარდი სიცოცხლის დაზღვევის სექტორისათვის. საუკეთესო პრაქტიკისა და საქართველოში არსებული შემთხვევების  ანალიზის მეშვეობით, განხილული იქნა სექტორისათვის დამახასიათებელი რისკებზე დამყარებული მიდგომა და მისი განახლების შესაძლებლობა არსებული ან შესაძლო AML/CFT რისკების აღმოსაფხვრელად. დისკუსიის დროს ევროპის საბჭოს ექსპერტმა ხაზი გაუსვა სადაზღვევო კომპანიების მიერ AML/CFT სათანადო რესურსითა და ეფექტური AML/CFT შიდა პოლიტიკით აღჭურვის მნიშვნელობას.  მონაწილეებმა განიხილეს კლიენტისა და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციასა და ვერიფიკაციასთან დაკავშირებული გამოწვევები, ასევე მონიტორინგის განმახორციელებელ პირებს, ზედამხედველებსა და ფინანსური მონოტორინგის სამსახურს შორის თანამშრომლობის საკითხები.

აღნიშნულმა შეხვედრის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს შესაბამისი ორგანოების მცდელობას მოახდინონ MONEYVAL-ის რეკომენდაციების შესრულება, ასევე სადაზღვევო სექტორის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ძირითადი  რისკების შემცირება, რაც დაფუძნებულია ამ რისკების სათანადო გაგებასა და რესურსების ეფექტურ გამოყენებაზე.

ღონისძიება განხორციელდა პროექტის „კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში“ მიერ, რომელიც ფინანსდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოსაგან და რომლის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ევროპის საბჭო პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის II ფარგლებში. 

ჰიბრიდული ტრენინგი, თბილისი 23-24 ივნისი 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page