Back ხელს ვუწყობთ სასამართლოს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის შემუშავებას

ხელს ვუწყობთ სასამართლოს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის შემუშავებას

14 მარტს ევროპის საბჭოს ორგანიზებით, თბილისის საქალაქო და საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები სასამართლოს მენეჯერებთან, სტაჟიროებთან და მათ ზედამხედველებთან. შეხვედრები მიზნად ისახავდა სასამართლოს სისტემაში მეტად ეფექტიანი სტაჟირების გავლის წესის შეემუშავებას, რაც დამწყები იურისტებისა და სტაჟიორებისთვის უკეთესი კარიერული წინსვლის სისტემის შექმნას შეუწყობს ხელს. აქტივობის განხორციელებას ითვალისწინებს 2017-2021 წლების სასამართლოს სისტემის სტრატეგია.

ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტმა შეაფასა არსებული სიტუაცია და გამოწვევები. შეგროვებული ინფორმაცია ექსპერტს დაეხმარება ისეთი მოდელის შექმნაში, რომელიც შესაბამისობაში მოვა ევროპულ სტნადარტებთან და გაითვალისწინებს საუკეთესო პრაქტიკას, უფრო ეფექტიანი უკუკავშირის მექანიზმების, შეფასების კრიტერიუმების, ნათელი სამუშაო აღწერილობისა და სხვა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტების განსაზღვრით.

შეხვედრა გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიეტუვის რესპუბლიკის, ნორვეგიის, სლოვაკეთის რესპუბლიკისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობებით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.

თბილისი, საქართველო 14 მარტი 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page