Back იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების სასწავლო ვიზიტი ესპანეთში

2015 წლის 27-28 მაისს ევროპის საბჭოს ორგანიზებით  იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრები სასწავლო ვიზიტით ესპანეთის სასამართლო ხელისუფლების გენერალურ საბჭოში იმყოფებოდნენ. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს და ესპანეთის სასამართლო ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნის, შეფასებისა და დაწინაურების პროცედურებზე, ასევე დისციპლინურ სამართალწარმოებისა და სხვა საკითხებზე საუკეთესო გამოცდილების გაზიარება.

სასწავლო ვიზიტი ქართულ დელეგაციას დაეხმარა უკეთ გაცნობოდა ესპანეთის სასამართლო ხელისუფლების გენერალურ საბჭოს ინსტიტუციურ წყობას, პრაქტიკას და ფუნქციებს.

ქართული დელეგაციის წევრებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს მოსამართლეთა დისციპლინური გადაცდომების სისტემის, განსაკუთრებით კი დისციპლინური ინსპექტორის (Promoter of the Disciplinary actions) ფუნქციების და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიმართ.მხარეებმა  ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში  შეძენილი გამოცდილება დაეხმარება მონაწილეებს  უკეთ შეაფასონ ეროვნული კანონმდებლობა და  საჭიროების შემთხვევაში საქართველოში დანერგონ ის საუკეთესო პრაქტიკა, რასაც ესპანეთში გაეცნენ

სასწავლო ვიზიტი ორგანიზებული იყო  ევროპის საბჭოს პროექტის – „მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია დანიის სამეფოს მიერ.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge