Back

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მოდულის საჭიროებების შეფასება

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მოდულის საჭიროებების შეფასება

2017 წლის 8 სექტემბერს თბილისში, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერებმა მონაწილეობა მიიღეს საჭიროების დამდგენ სემინარში ადამიანებით ვაჭრობის შესახებ, რომელსაც ქ-ნ შივონ სკანლანი უძღვებოდა.  შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ტრეფიკინგის მოდულის შინაარსის განსაზღვრა და მომზადება, რომელიც შევა იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოსამართლეთა განგრძობითი სწავლების კურიკულუმში.

სემინარის მონაწილეებმა - მოსამართლეებმა საქართველოს უზენაესი სასამართლოდან,  თბილისის სააპელაციო სასამართლოდან და იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლებმა განიხილეს ის სირთულეები რაც საქართველოში ადამიანით ვაჭრობასთან დაკავშირებულ საქმეების ახლავს თან. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ამ ტიპის საქმეებზე პროცედურულ და მატერიალურ საკითხებს. შეხვედრის შედეგად განისაზღვრა მომავალი მოდულის და ტრენერთა ტრენინგის წინასწარი სტრუქტურა და შინაარსი.  

აღნიშნული ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს პროექტის „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ბულგარეთის, ლიხტენშტეინის, ლიტვის, ნორვეგიის, სლოვაკეთის და შვედეთის მიერ განხორციელებული შემოწირულობებით, საქართველო-ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ქვეშ.