Back საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების პროექტი: ტრენერთა ტრენინგი ეფექტურ კომუნიკაციაზე

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების პროექტი: ტრენერთა ტრენინგი ეფექტურ კომუნიკაციაზე

2017 წლის 25-26 ნოემბერს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერებმა მონაწილეობა მიიღეს ტრენერთა ტრენინგში ეფექტურ კომუნიკაციაზე. სემინარის მიზანს წარმოადგენდა ა.წ. დეკემბერში დაგეგმილი საპილოტე ტრენინგისთვის მომზადება.

ტრენინგს უძღვებოდა პროექტის მიერ შერჩეული ადგილობრივი ექსპერტი და პროგრამა ორიენტირებული იყო მოქალაქეებთან ურთიერთობისას სასამართლოს თანამშრომლებისთვის საჭირო კომუნიკაციის უნარების განვითარებაზე. დღის წესრიგი ორიენტირებული იყო ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის სფეციფიკურ ასპექტებზე, განსხვავებული ტიპის ადამინებთან საჭირო მიდგომებზე და კონფლიქტის გადაჭრის გზებზე. ტრენერთა ტრენინგის სესიის შედეგად, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერები მზად არიან რომ თავად ჩაატარონ საპილოტე ტრენინგი და მიაწოდონ აღნიშნული მოდული სასამართლოს თანამშრომლებს იუსტიციის უმაღლესი სკოლის განგრძობითი სასწავლო პროგრამის ფარგლებში.

აღნიშნული ღონისძიება განხორციელდა ევროპის საბჭოს პროექტის „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ბულგარეთის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის, სლოვაკეთის, ლიტვის და შვედეთის მიერ განხორციელებული შემოწირულობებით, საქართველო-ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ქვეშ.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page