Back იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების პროექტი: ტრენერთა ტრენინგი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში

იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების პროექტი: ტრენერთა ტრენინგი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში

მიმდინარე წლის 30-31 ოქტომბერს, თბილისში, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერებმა მონაწილეობა მიიღეს ტრენერთა ტრენინგში საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში. ღონისძიების მიზანი იყო ექსპერტების მიერ შემუშავებული მასალების განხილვა და დეკემბერში დაგეგმილი საპილოტე ტრენინგისთვის მომზადება.

ღონისძიებას უძღვებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტი და ესწრებოდნენ იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ მოწვეული მოსამართლეები, რომლებიც მომავალში გააგრძელებენ ანალოგიური ტრენინგების ჩატარებას. ღონისძიების მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორებიც არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განსაზღვრება, ომის დანაშაული და დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, საბრძოლო მოქმედებებში პირდაპირ მონაწილე პირთა სტატუსი და ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა.

ერთ-ერთი ტრენერის, ზუგდიდის საოლქო სასამართლოს მოსამართლის, ბატონი შოთა ბიჭიას განცხადებით, „მნიშვნელოვანი იყო ისეთი დეტალების შესწავლა, რომლებიც უკავშირდება სხვადასხვა ტიპის კონფლიქტებს, მებრძოლ პირთა დაკავების საფუძვლებს და ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობას, რომელიც, გარკვეულწილად, განსხვავდება ჩვეულებრივ სისხლის სამართლის საქმეებში არსებული პასუხისმგებლობის განსაზღვრებისგან“. ორდღიანი ღონისძიების შედეგად, მონაწილეები ასევე შეთანხმდნენ საპილოტე ტრენინგის სტრუქტურასა და დღის წესრიგზე.

ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს პროექტის „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ბულგარეთის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის, სლოვაკეთის, ლიტვის და შვედეთის მიერ განხორციელებული შემოწირულობებით, საქართველო-ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ქვეშ.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page