Back

ბავშვთა სექსუალურ ექსპლუატაციასა და ძალადობაზე რეაგირების გაძლიერება საქართველოში: ექსპერტებთა ვიზიტი თბილისში

ბავშვთა სექსუალურ ექსპლუატაციასა და ძალადობაზე რეაგირების გაძლიერება საქართველოში: ექსპერტებთა ვიზიტი თბილისში

2019 წლის 25-29 ნოემბერს ევროპის საბჭოს ექსპერტები ესტუმრებიან თბილისს, რათა შეაგროვონ ინფორმაცია ინტერნეტ სივრცეში და მის გარეთ ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციისა და მასთან ბრძოლის თაობაზე არსებული ეროვნული კანონმდებლობის, პოლიტიკისა და პრაქტიკის შესახებ.

ევროპის საბჭოს დელეგაცია შეხვდება ძირითად დაინტერესებულ მხარეებსა და შესაბამისი  უწყებების წარმომადგენლებს,რათა განიხილონ საქართველოში აღნიშნული საკითხის კუთხით არსებული მდგომარეობა,  კანონმდებლობაში და აღმოაჩინონ პრაქტიკაში არსებული ხარვეზები. ასევე მოისმინონ შეხვედრებში მონაწილე პირების მოსაზრებები და რეკომენდაციები გასაგებად.  განხილვის ძირითადი თემებია:

- მატერიალური და საპროცესო სისხლის სამართალი;

- მსხვერპლთა მხარდაჭერა და მოძალადეთა მართვა;

- დანაშაულის აღკვეთა და ზიანის შემცირება;

- პრევენცია და ცნობიერების ამაღლება;

- კოორდინაცია, მონიტორინგი და შეფასება;

- შესაბამისი ტრენინგი და რესურსები.

ხარვეზებთან დაკავშირებული ანალიზი  საქართველოში,   დაადგენს ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის საფუძველს ინტერნეტ სივრცის ჩათვლით.   შეიმუშავებს რეკომენდაციებს თუ რა  პრიორიტეტული ქმედებები უნდა განხორციელდეს მოცემულ სფეროში შესაბამისი უწყებების   და პროფესიონალების მიერ. მისი მიზანია ბავშვთა დაცვისა და კიბერ დანაშაულის სფეროებში  საქართველოში მიმდინარე რეფორმებში წვლილის შეტანა, განსაკუთრებით იმ რეფორმებში, რომელიც მხარს უჭერს საქართველოში ცოტა ხნის წინ მიღებული ბავშვის უფლებების კოდექსის განხორციელებას.

ვიზიტი ხორციელდება პროექტის ბავშვთა სექსუალურ ექსპლუატაციაზე და ძალადობაზე რეაგირება საქართველოში, ფაზა I ფარგლებში. ის ასევე ხელს შეუწყობს ევროპის საბჭოს რეგიონულ პროექტს ინტერნეტში ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის აღმოფხვრა @ ევროპაში (EndOCSEA@Europe). ექსპერტების ანგარიში დასრულდება 2019 წლის ბოლოს; ანალიზის შედეგები  გაზიარდება მოხდება ყველა მონაწილე დაინტერესებული მხარისთან 2020 წლის დასაწყისში.

პროექტის გვერდი : https://www.coe.int/en/web/children/georgia  

EndOCSEA@Europe პროექტის გვერდი : https://www.coe.int/en/web/children/endocsea-europe