Back სპეციალიზებულმა პროკურორებმა გაიღრმავეს ცოდნა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების ევროპულ სტანდარტებში

სპეციალიზებულმა პროკურორებმა გაიღრმავეს ცოდნა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების ევროპულ სტანდარტებში

2022 წლის 7-8 ივლისს საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისისა და გენერალური პროკურატურის ერთობლივი ძალისხმევით სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების შესახებ ტრენინგი და სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. ტრენინგის ძირითადი მიზანი იყო პროკურორთა შესაძლებლობების გაძლიერება სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე გამოძიების საპროცესო ზედამხედველობისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ხარისხის გასაზრდელად, და ამ პროცესში დაზარალებულთა ეფექტური დაცვა და მხარდაჭერა. ტრენინგს ესწრებოდნენ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე სპეციალიზებული პროკურორები.

ევროპის საბჭოს მიერ სპეციალიზებული პროკურორებისთვის შემუშავებულ სახელმძღვანელოში - „შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების პრინციპები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით“ - რომლის პრეზენტაციაც ამავე შეხვედრაზე ჩატარდა, მიმოხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა და დისკრიმინაციის სხვადასხვა ნიშნებით წარმოებულ საქმეთა ტენდენციები.

ტრენინგზე გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სპეციალიზებულ პროკურორებს შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებული ძირითადი ტენდენციები გააცნეს, ასევე სისხლის სამართლის საქმეებში მოტივის დამადასტურებელი მტკიცებულებითი სტანდარტი და სასამართლოში საქმის განხილვის სპეციფიკა მიმოიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა გენდერული დისკრიმინაციის მოტივი, გენდერული იდენტობა და სექსუალური ორიენტაცია, ეროვნება, რელიგია, შშმ და სხვა ნიშნების სპეციფიკა და მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომების პრაქტიკაში იმპლემენტაცია. 

ეს აქტივობა ხორციელდება პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში.  პროექტი ფინანსდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

7-8 ივლისი 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page