Back ვითარება საქართველოში - გენერალური მდივნის განცხადება

ვითარება საქართველოში - გენერალური მდივნის განცხადება

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა დღეს შემდეგი განცხადება გააკეთა:

„საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღება, ვენეციის კომისიის დასკვნის დალოდების გარეშე, ძალიან გულდასაწყვეტია და არ ასახავს კონსტრუქციული დიალოგის სულისკვეთებას.

„სამწუხაროდ, იგნორირებული იქნა საერთაშორისო პარტნიორების შეშფოთება კანონპროექტის დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებთან შეუთავსებლობის შესახებ, ამავე დროს რეალური საპარლამენტო განხილვების არარსებობა ინკლუზიურ დემოკრატიულ პროცესთან შეუსაბამოა.

„ვენეციის კომისია უახლოეს დროში გამოაქვეყნებს მოსაზრებას და ამ სამართლებრივმა რეკომენდაციებმა საფუძველი უნდა დაუდოს არსებით დიალოგს და შესაძლებელი გახადოს ევროპის საბჭოს ნორმებისა და ღირებულებების შესაბამისი წინსვლა.

„ჩემთვის ასევე უაღრესად შემაშფოთებელია მშვიდობიანი მომიტინგეების, სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართული დაშინების კამპანიების, ფიზიკური შეურაცხყოფის, ძალის არაპროპორციული გამოყენების, უკანონო დაკავებების, პერსონალური მონაცემების გავრცელებისა და სტიგმატიზაციის ოფიციალური ნარატივების გამოყენების პრეცედენტების შესახებ მოხსენებები, მათ შორის საქართველოს სახალხო დამცველის მიერ. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებთან შეუთავსებადი მსგავსი ქმედებების თავიდან ასაცილებლად და ამავდროულად უზრუნველყოს ყველა სავარაუდო დარღვევის სათანადო და ეფექტიანი გამოძიება.

„ევროპის საბჭო მზადაა დაეხმაროს საქართველოს საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობის მიღწევაში, მისი დემოკრატიული განვითარების განსამტკიცებლად და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ შემდგომი პროგრესის მისაღწევად."

სტრასბურგი, საფრანგეთი 15 მაისი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge