Back შეხვედრები ადვოკატებთან პროფესიული ეთიკის საკთხებზე

შეხვედრები ადვოკატებთან პროფესიული ეთიკის საკთხებზე

19 ივნისს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით, დაასრულა შეხვედრების სერია ადვოკატებთან პროფესიული ეთიკის საკითხებზე. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ორგანიზებული ღონისძიებების ფარგლებში ეთიკის კომისიის წარმომადგენლებმა და პრაქტიკოსმა ადვოკატებმა განიხილეს ეთიკის კომისიის რეკომენდაციები, ეთიკის კოდექსი, კონფიდენციალური კონსულტაციის მექანიზმის საქმიანობა და პროფესიულ ეთიკასთან დაკავშირებულ სხვა საკითხები. საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით, ადვოკატთა ასოციაციამ 2022 წლის მისში და ივნისში ჩაატარა 7 შეხვედრა რუსთავში, ბორჯომში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში და თბილისში. ჯამურად შეხვედრების ფარგლებში ასოციაციამ პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარა 226 ადვოკატთან.

 

აღნიშნული ინიციატივის მიზანი იყო ევროპის საბჭოს ოფისის მიერ 2021 წელს დასრულებული პროექტის, „ადვოკატის პროფესიის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში მიღწეული შედეგების შემდგომი განვითარება. დასრულებული პროექტის ფარგლებში ევროპის საბჭომ გამოსცა ეთიკის კომისიის რეკომენდაციებზე დაფუძნებული სახელმძღვანელო, შეიმუშავა ეთიკის კომისიის ელექტრონული საქმისწარმოების სისტემა და რეკომენდაციები კომისიის კონფიდენციალური კონსულტაციის მექანიზმის საქმიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებთ.

 

შეხვედრების გაიმართა პროექტის “იურიდიული დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მარგინალიზებული მოსახლეობისთვის” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ნორვეგიის, შვედეთის, დანიის, გერმანიის, ლუქსემბურგის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, ლიხტენშტაინის და ლატვიის მხარდაჭერით.

19 ივნისი 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page