Back გენერალური მდივანი საქართველოში: მაღალი რანგის შეხვედრები და ახალი სამოქმედო გეგმის წარდგენა

გენერალური მდივანი საქართველოში: მაღალი რანგის შეხვედრები და ახალი სამოქმედო გეგმის წარდგენა

2019 წლის 11 ნოემბერს ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა საქართველოში თავისი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. გენერალური მდივნის სტუმრობა წინ უძღვოდა საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას გადაბარებას, რაც 2019 წლის 27 ნოემბერს შედგება.

ვიზიტის ფარგლებში გენერალურმა მდივნმა შეხვედრები გამართა საგარეო საქმეთა მინისტრთან ბატონ დავით ზალკალიანთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ბატონ არჩილ თალაკვაძესთან, პრემიერ მინისტრთან ბატონ გიორგი გახარიასთან, და საქართველოს პრეზიდენტთან ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან.

გენერალურმა მდივანმა წარადგინა ევროპის საბჭოს ახალი 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის, და დაესწრო ევროპის საბჭოს 70 წლის იუბილესა და ევროპის საბჭოში საქართველოს გაწვერიანების 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მონეტის პრეზენტაციას.

11 ნოემბერი 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page