Back საქართველოს საპილოტე სასამართლოებში ქოუჩინგის პროგრამა CEPEJ-ის ექსპერტების მეორე ვიზიტით გრძელდება

საქართველოს საპილოტე სასამართლოებში ქოუჩინგის პროგრამა CEPEJ-ის ექსპერტების მეორე ვიზიტით გრძელდება

მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) სასამართლოს ქოუჩინგის პროგრამა ექპერტთა ვიზიტით გრძელდება. 2023 წლის 25-28 სექტემბერს მეორე ვიზიტი საქართველოს უზენაეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოებში და პირველი ვიზიტი ორ სხვა საპილოტე სასამართლოში - ზუგდიდის რაიონულ და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში განხორციელდა.

25 და 26 სექტემბერს, პირველი ვიზიტის შემდეგ, CEPEJ-ის ექსპერტებმა უზენაესი სასამართლოსა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს წარმომადგენლებს წარუდგინეს გამოწვევების შეფასების შედეგები, რეკომენდაციები და   გააცნეს წინასწარი შეთანხმება პროგრამის ფარგლებში განსახორციელებულ ღონისძიებებზე, რომლების შეეხება სასამართლოს კომუნიკაციას, კმაყოფილების გამოკითხვებს, პერსონალის დატვირთულობის შეფასებას და სტატისტიკური მონაცემების ანალიზს CEPEJ-ის მეთოდოლოგიისა და ინსტრუმენტების შესაბამისად.

27 და 28 სექტემბერს, CEPEJ-ის ექსპერტებმა ჩაატარეს ჩაღრმავებული ინტერვიუები სასამართლოს თავჯდომარეებთან და თანამშრომლებთან, ზუგდიდის რაიონული და ბათუმის საქალაქო სასამართლოების სპეციფიკური საჭიროებების შესაფასებლად, რასაც შემდგომში მოყვება სასამართლოების მენეჯმენტის მოდერნიზაციასა და გაუმჯობესებაზე მიმართული რეკომენდაციების შემუშავება, რომლებიც განხორციელდება სასამართლოს ქოუჩინიგის პროგრამის ფარგლებში.

შეხვედრებზე ექსპერტებმა წარმოადგინეს CEPEJ-ის მეთოდოლოგია და ინსტრუმენტები და სასამართლოებს საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების მაგალითები გააცნეს, რაც სასამართლოს მენეჯმენტის გაუმჯობესებაში დაეხმარება, კერძოდ, მართლმსაჯულებისა და სასამართლოების ხარისხის ხელშეწყობა, მომხმარებელთა კმაყოფილების გამოკითხვის ჩატარება, მოსამართლეთა ნოუ-ჰაუს და ინტერპერსონალური უნარების გაუმჯობესება, ცოდნისა და თანამშრომლობის გაზიარება, სასამართლო მონაცემების ანალიზი, დაგროვებული საქმეების შემცირება, სასამართლო კომუნიკაცია და მედიაცია.

ამ აქტივობას ორგანიზებას უწევს პროექტი - „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზაციის მხარდაჭერა საქართველოში“, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ და ხორციელდება ევროპის საბჭოს მიერ, პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის III ფარგლებში (2023-2027).

25-28 სექტემბერი, 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge