Back მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench-Bar) მეორე შეხვედრა

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench-Bar) მეორე შეხვედრა

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench-Bar) მეორე შეხვედრა მიეძღვნა  შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულებების მისადაგებას. აღნიშნულმა საკითხმა განსაკუთრებული აქტუალურობა შეიძინა COVID-19–თან დაკავშირებული ეკონომიკური სტაგნაციის დროს. შეხვედრას ესწრებოდნენ ადვოკატები და სხვადასხვა ინსტანციის მოსამართლეები, მათ შორის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ეკატერინე გასიტაშვილი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი. ღონისძიების ფასილიტაციას ახორციელებდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია.

საკითხის განხილვა საკმაოდ დროულია, იმის გათვალისწინებით, რომ დავები COVID-19–ით დაზარალებულ სახელშეკრულებო ვალდებულებებთან დაკავშირებით უკვე  სასამართლო სისტემაში შედის. მონაწილეებმა განიხილეს ხელშეკრულებაში ცვლილებების მოთხოვნასთან დაკავშირებული მრავალი მნიშვნელოვანი ასპექტი, მათ შორის, მხარეებს შორის წინასწარი მოლაპარაკებების აუცილებლობა, მტკიცების ტვირთი ასეთ დავებში და ის აუცილებელი გარემოება, რომ სახელშეკრულებო ვალდებულებების შეცვლა არ უნდა გულისხმობდეს მათ გაუქმებას.

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭო  2020 წლის ივლისში დაარსდა ევროპის საბჭოსა და USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით. ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „ადვოკატის პროფესიის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ნორვეგიის, შვედეთის, დანიის, გერმანიის, ლუქსემბურგის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, ლიხტენშტაინის, ლატვიის, ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულების ფონდის მხარდაჭერით.

16 მარტი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page