Back მრგვალი მაგიდის დისკუსია თემაზე „მედიის პროფესიული რეგულირება: ევროპული სტანდარტები, პრაქტიკა და პერსპექტივა საქართველოსთვის“

მრგვალი მაგიდის დისკუსია თემაზე „მედიის პროფესიული რეგულირება: ევროპული სტანდარტები, პრაქტიკა და პერსპექტივა საქართველოსთვის“

ევროპის საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე „მედიის პროფესიული რეგულირება: ევროპული სტანდარტები, პრაქტიკა და პერსპექტივა საქართველოსთვის“.

ონლაინ ფორმატის დისკუსიას ესწრებოდნენ ზემოთაღნიშნულ სფეროში მოღვაწე მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები. ევროპის საბჭოს ექსპერტებმა მიმოიხილეს მოცემულ სფეროში არსებული ევროპული სტანდარტები და პრაქტიკა, ასევე შეეხნენ საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ მედიის პროფესიული რეგულირების რამდენიმე მოდელს, კერძოდ,  ნორმატიული რეგულირების, თანარეგულირებისა და თვით-რეგულირების სისტემებს, ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მაგალითზე დაყრდნობით. ასევე, შეფასებულ იქნა საქართველოში მოქმედი მედიის პროფესიული რეგულირების სისტემის შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან. დისკუსიის ფარგლებში განხილულ იქნა მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტიც, რომელიც რამდენიმე წლის წინ შემუშავდა, რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა შეეჯამებინათ ეროვნული კანონმდებლობის ზემოთხსენებულ დირექტივასთან ჰარმონიზაციის კუთხით არსებული საჭიროებები.

მოცემული აქტივობა განხორციელდა „მედიის თავისუფლების, ინტერნეტ მმართველობისა და პერსონალურ მონაცემთა გაძლიერება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოში ევროპის საბჭოს  2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის მიერ.

თბილისი, საქართველო 18 ივლისი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page