Back ტრენინგი უზენაესი სასამართლოს თანამშრომლებისთვის გადაწყვეტილებების დასაბუთების სტანდარტებზე ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მიხედვით

ტრენინგი უზენაესი სასამართლოს თანამშრომლებისთვის გადაწყვეტილებების დასაბუთების სტანდარტებზე ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მიხედვით

2017 წლის 18-19 მარტს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი უზენაესი სასამართოს თანამშრომლებისთვის გადაწყვეტილებების დასაბუთების სტანდარტებზე ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მიხედვით.

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ასისტენტების ცოდნის ამაღლება სამართლიანი სასამართლოს ევროპულ სტანდარტებზე სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების მოთხოვნების ჭრილში. ტრენინგის შედეგად მონაწილეები გაეცნენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს  მოწმის არარსებობის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებების, დაცვის მოწმეების დაკითხვისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების დასაბუთების სტანდარტებთან მიმართებაში. უფრო მეტიც, მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა აემაღლებინათ ცოდნა წინასწარი პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებების დასაბუთების სტანდარტებზე.

ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებისთვის განკუთვნილი პროგრამული თანამშრომლობის ფორმატში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge