Back

ტენდერი კონსულტანტებისთვის ადგილობრივი გამოცდილებით მედიისა და გამოხატვის თავისუფლების სფეროში

24 აგვისტო, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
  • Imprimer en PDF
ტენდერი კონსულტანტებისთვის ადგილობრივი გამოცდილებით მედიისა და გამოხატვის თავისუფლების სფეროში

ევროპის საბჭო შეისყიდის საკონსულტაციო მომსახურებას მედიისა და გამოხატვის თავისუფლების სფეროში. ტენდერი ცხადდება ექსპერტებისთვის, რომლებსაც აქვთ გამოცდილება საქართველოსთან მიმართებით. ექსპერტების შერჩევა მოხდება ხუთი თემატური მიმართულებით (თემების უფრო დეტალური ჩამონათვალი იხილეთ თანდართულ სატენდერო ფაილში):

  1. ჟურნალისტების უსაფრთხოება და ბრძოლა დაუსჯელობის წინააღმდეგ;
  2. მედია რეგულირება;
  3. საჯარო ინფორმაციაზე წვდომა;
  4. პროფესიული ჟურნალისტიკა და ეთიკური სტანდარტები;
  5. გამოხატვის თავისუფლების სტანდარტები.

აღნიშნული ტენდერის ფარგლებში მოთხოვნილი საკონსულტაციო მომსახურება შესაძლოა მოიცავდეს შემდეგს:

  • განმარტებებისა და სხვა სახის დახმარების აღმოჩენა (ანალიზი/ინფორმაცია) პროექტის, მისი პარტნიორი ორგანიზაციების და პროექტის სხვა კონსულტანტებისათვის;
  • სამართლებრივი აქტები და/ან პოლიტიკის დოკუმენტების შეფასება, სამართლებრივი დასკვნების, კომენტარების, რეკომენდაციების, ანგარიშების მომზადება;
  • მონაწილეობის მიღება (მოდერაცია, ფასილიტაცია, პრეზენტაცია) სამუშაო ჯგუფებში, ვორქშოპებსა და საკონსულტაციო შეხვედრებში.
  • სხვადასხვა საკითხებთან მიმართებით მეთოდოლოგიის, სტრატეგიის შემუშავება და საჭიროებების კვლევის ჩატარება;
  • საინფორმაციო და სახელმძღვანელო მასალის მომზადება;
  • სხვა მსგავსი საკონსულტაციო მომსახურება.

 

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი აპლიკაცია უნდა წარმოადგინონ შემდეგი სახით:

 

  • შევსებული და ხელმოწერილი კონტრაქტი - Act of Engagement (თანდართულია).
  • ვრცელი CV, სასურველია ევროპასის ფორმატში, რომლითაც დასტურდება, რომ აპლიკანტი აკმაყოფილებს სატენდერო პირობებს;
  • სარეგისტრაციო დოკუმენტაცია (მხოლოდ იურიდიული პირებისათვის);
  • აპლიკანტის მიერ ბოლო 5 წლის განმავლობაში დაწერილი ნაშრომების სია, როგორიცაა საექსპერტო დასკვნა, სამართლებრივი შეფასება, ანგარიში და სხვა მსგავსი დოკუმენტი აქტიური ელექტრონული ბმულებით (თუ ასეთი არსებობს). ნაშრომების თემა უნდა შეესატყვისებოდეს აპლიკანტის მიერ შერჩეულ თემატურ მიმართულებას.

ტენდერის დეტალური აღწერილობა, მათ შორის, მოთხოვნები აპლიკანტების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, იხილეთ თანდართულ სატენდერო ფაილებში (Tender file).

აპლიკაციების გამოგზავნის ბოლო ვადაა 14 სექტემბერი 2021.

აპლიკაციები უნდა გამოიგზავნოს ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: mediaprojectgeorgia@coe.int

ზემოთ მოყვანილი განმარტებები ქართულ ენაზე წარმოადგენს სატენდერო ფაილების საკვანძო ნაწილების არაოფიციალურ თარგმანს. აღნიშნულ თარგმანსა და სატენდერო ფაილებს შორის განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა სატენდერო ფაილებში მოცემულ ინფორმაციას ენიჭება.

Act of Angegement Local Expertise

Tender File Local Expertise

როგორ მიიღოთ მონაწილეობა შეზღუდულ საკონსულტაციო პროცედურაში?

 

კითხვა 1: შეიძლება თუ არა, რომ რამდენიმე ექსპერტმა ერთი და იმავე ორგანიზაციიდან სხვადასხვა ლოტზე გააკეთოს განაცხადი?

პასუხი: დიახ, შეუძლიათ სხვადასხვა ლოტზე განაცხადის შემოტანა:

ინდივიდუალურად (როგორც ფიზიკურ პირებს).

ან,

ორგანიზაციის სახელით. ამ შემთხვევაში, აპლიკანტი იქნება ორგანიზაცია.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მრავალჯერადი სატენდერო განაცხადის გაკეთება არ არის ავტორიზებული. ამდენად, განაცხადი უნდა გააკეთოს ორგანიზაციამ, როგორც იურიდიულმა პირმა, ან ექსპერტებმა, ორგანიზაციისგან დამოუკიდებლად (როგორც ფიზიკურმა პირებმა).

-----------------------

კითხვა 2: შეუძლიათ თუ არა ორგანიზაციებს განაცხადის შემოტანა და თუ კი, რა შეზღუდვები არსებობს?

პასუხი: დიახ, ორგანიზაციებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ. გთხოვთ, გაეცნოთ სატენდერო ფაილის A (აპლიკანტთა იურიდიული სტატუსი) და F სექციებს (მოთხოვნილი დოკუმენტები). ორგანიზაციამ უნდა გამოაგზავნოს იმ ექპერტთა რეზიუმეები, რომლებიც ინტელექტუალურ მომსახურებას გაუწევევენ ევროპის საბჭოს. ეს უკანასკნელი შეაფასებს ორგანიზაციის მიერ შესაბამისი ლოტის ფარგლებში წარმოდგენილ ყველა რეზიუმეს და აპლიკანტ ორგანიზაციას მიანიჭებს ერთიან ქულას, ლოტის მიზანზე დაყრდნობით.

კითხვა 3: რამდენია მომსახურების დღიური საფასური? ზედა ზღვარი მითითებული არ არის.

პასუხი: მოცემული სატენდერო პროცედურისათვის არ არის განსაზღვრული ფიქსირებული ზედა ზღვარი. ამდენად, კონსულტანტები თავისუფალნი არიან მიუთითონ მათთვის მისაღები დღიური ანაზღაურება.

თუმცა, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თითოეული სატენდერო წინადადება შეფასდება ორმაგი კრიტერიუმის მიხედვით: შეთავაზების ხარისხობრივ ასპექტზე მოდის შეფასების 60%, ხოლო ფინანსურ ნაწილზე - 40% (დამატებითი ინფორმაციისათვის გაეცანით სატენდერო ფაილის E სექციას). გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ თითოეული ლოტის ფარგლებში შეირჩევიან მხოლოდ ის პროვაიდერები, რომელთა ქულაც, სათანადო კრიტერიუმებზე დაყრდნობით განხორციელებული შეფასების შემდეგ, 3,5-ის ექვივალენტური ან მასზე მეტი იქნება.

კითხვა 4: აქვთ თუ არა მითითებულ სფეროში გამოცდილების მქონე ექსპერტებითა თუ კონსულტანტებით დაკომპლექტებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ტენდერში მონაწილეობის უფლება?

 

პასუხი: იურიდიული პირებს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ გამოგზავნონ სატენდერო წინადადებები. გთხოვთ, გაეცნოთ სატენდერო ფაილის A (აპლიკანტთა იურიდიული სტატუსი) და G (მოთხოვნილი დოკუმენტები) სექციებს.

ორგანიზაციამ, G სექციაში მოთხოვნილი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს სატენდერო შემოთავაზებაში მითითებული ყველა კონსულტანტისათვის. მაგალითად, საბჭო ელის, რომ ორგანიზაცია წარმოადგენს რეზიუმეებს, ისევე როგორც სატენდერო წინადადებაში მითითებული თითოეული კონსულტანტის მიერ შედგენილი დოკუმენტების სიას. ორგანიზაციას ასევე შეუძლია მოგვაწოდოს პორტფოლიო, მაგრამ ეს არ არის სავალდებულო, ვინაიდან მოთხოვნილი დოკუმენტების ჩამონათვალში არ არის ნახსენები.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თითოეული კონსულტანტი უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო ფაილის E სექციაში დადგენილ კრიტერიუმებს ტენდერში მონაწილეობისა და უფლებამოსილების მინიჭების შესახებ. ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ის კონსულტანტები, რომლებიც ვერ დააკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს, გამოეთიშებიან შერჩევის პროცედურას. ევროპის საბჭოორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ყველა უფლებამოსილი კონსულტანტის პროფილს შეაფასებს და საერთო ქულას მიანიჭებს აპლიკანტ ორგანიზაციას.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, ევროპის საბჭო უფლებას იტოვებს მოითხოვოს მომსახურების გაწევა იმ კონკრეტული კონსულტანტ(ებ)ისგან, რომელსაც ორგანიზაცია გაუწევს რეკომენდაციას.

 

კითხვა 5: სწორად მესმის თუ არა, რომ თითოეული ლოტის ფარგლებში ჩამოყალიბდება 10 ექსპერტითა თუ კონსულტანტით დაკომპლექტებული გუნდი, მიღებული აპლიკაციების საფუძველზე, რომლებიც ჩაერთვებიან პროექტის აქტივობებში ევროპის საბჭოს ინიციატივის საფუძველზე?

 

პასუხი: დიახ, სწორია. მეტ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდება კონსულტანტთა გუნდის ჩამოყალიბების შემდეგ, შეგიძლიათ გაეცნოთ სატენდერო ფაილის D სექციაში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ საბჭო დაეყრდნობა პროექტის განხორციელების ეტაპზე წარმოშობილ საჭიროებებს. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ შერჩეულ ყველა ექსპერტს არ მოეთხოვოს მომსახურების გაწევა.

 

კითხვა 6: მოგზაურობისა და სასტუმროში განთავსების ხარჯები - რასაკვირველია, ევროპის საბჭოს რეგულაციების თანახმად - განცალკევებულად უნდა იქნას აპლიკაციაში მითითებული?

 

პასუხი: არა, მხოლოდ საკონსულტაციო ხარჯები, მაგალითად, დღიური ინტელექტუალური მომსახურების საფასური უნდა იქნას მითითებული ჩართულობის აქტში. თუ მოგზაურობისა და სასტუმროში განთავსების საჭიროება დადგება, აღნიშნული ხარჯების გაანგარიშება მოხდება ევროპის საბჭოს სტანდარტული ტარიფების მიხედვით. მოცემული ტარიფები არ არის ნახსენები მიმდინარე ჩარჩო ხელშეკრულებაში.

 

კითხვა 7: იგივე კითხვა ეხება ჩართულობის აქტს - მას ხელი უნდა მოეწეროს ორგანიზაციის წარმომადგენლის ან ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი თითოეული ექსპერტის მიერ?

 

პასუხი: ჩართულობის აქტი ხელმოწერილ უნდა იქნას ორგანიზაციის წარმომადგენლის მიერ.