Back

პროკურორები მზად არიან გამოიძიონ შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულებები

თბილისი, საქართველო 25 სექტემბერი, 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
  • Imprimer en PDF
პროკურორები მზად არიან გამოიძიონ შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულებები

ევროპის საბჭოსა და გენერალური პროკურატურის ხანგრძლივი თანამშრომლობის შედეგად შედგა პროკურორების სპეციალიზაცია შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მიზნით. ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში აქტიურად იყო ჩართული პროკურორებისთვის ტრენინგების ორგანიზებაში. გენერალური პროკურორის ბრძანების შესაბამისად მხოლოდ იმ პროკურორებს აქვთ უფლება იმუშაონ შეუწყნარებლობის მოტივით  ჩადენილ დანაშაულებზე, ვინც გაიარა შესაბამისი ტრენინგ კურსი. ტრენინგის პროგრამა შემუშავდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპული სასამართლოს მიერ დაწესებული სტანდარტების შესაბამისად.

დღეს, სპეციალიზაციის კურსდამთავრებულ პროკურორებს გადაეცათ სერტიფიკატები. ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა და საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე. მათ  კიდევ ერთხელ აღნიშნეს სპეციალიზაციის ტრენინგების მნიშვნელობა.

ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ევროპის საბჭოს 2016 – 2019 წწ სამოქმედო გეგმის ქვეშ დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.