Back მმართველი კომიტეტის პირველი სხდომა

მმართველი კომიტეტის პირველი სხდომა

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით, 2022 წლის 3 ნოემბერს გაიმართა მმართველი კომიტეტის პირველი შეხვედრა პროექტის „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფა საქართველოში: ბავშვთა დაცვა და პრევენცია ძალადობისგან, მათ შორის ციფრულ გარემოში“  ფარგლებში.

 

გამართულ შეხვედრაზე პროექტის პარტნიორებთან განხილულ იქნა პროექტის 2023 წლის დეკემბრამდე არსებული სამუშაო გეგმა, დამატებითი საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით.

 

ოვიდიუ მაჯინამ, (პროექტის მენეჯერი, ბავშვთა უფლებების განყოფილება) და სოფიო ასათიანმა  (პროექტის უფროსი ოფიცერი, ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში)  წარადგინეს  პროექტის პრიორიტეტები, და სამუშაო გეგმით გათვალისწინებული აქტივობები,  რომელიც ეხება ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობაზე ეფექტური რეაგირების სამართლებრივი, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესებას; ამავე მიმართულებით პროფესიონალთა შესაძლებლობების გაძლიერებას, ცნობიერების ამაღლებისა და პრევენციის საკითხებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ და მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს მირიან მეგრელიშვილმა (პროფესიული განვითარების ცენტრის (სამმართველო) უფროსი, საქართველოს პროკურატურა) და ანა ფაჩუაშვილმა (შსს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი). მათ ხაზი გაუსვეს ბავშვთა უფლებების განვითარების კუთხით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს და სრული მხარდაჭერა გამოთქვეს პროექტისა და სამუშაო გეგმის თაობაზე.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სახელმწიფო უწყებების, (საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, იუსტიციის უმაღლესი სკოლა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია) საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.

 

პროექტი მიზნად ისახავს ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისად სამართლებრივი და პოლიტიკის რეფორმების მხარდაჭერას, ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის და ძალადობის სხვა ფორმების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ასევე, ბავშვთა ძალადობის შემთხვევებზე მათ შორის ციფრულ გარემოში, ეფექტური რეაგირების მიზნით პროექტით გათვალისწინებულია შესაბამისი უწყებების შესაძლებლობების გაძლიერება.  

3 November 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page