Back ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გმობს პოლიტიკოსების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, მედიის წარმომადგენლებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობას

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გმობს  პოლიტიკოსების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, მედიის წარმომადგენლებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობას

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა მკაცრად დაგმო სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებზე, მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებზე თავდასხმები. მან ასევე დაგმო პოლიციის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც დღეს, საქართველოს პარლამენტის მიერ შეუსაბამოდ ნაჩქარევი წესით მიღებული უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ სადაო კანონს აპროტესტებენ.

„ეს თავდასხმები, ისევე როგორც პოლიციის მხრიდან ძალის არაპროპორციული გამოყენების შემთხვევები, სრულად და გამჭვირვალედ უნდა იქნას გამოძიებული ხელისუფლების მიერ. შესაბამისი ზომები უნდა იქნას მიღებული მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, ჟურნალისტების და პარლამენტის წევრების უსაფრთხოების დასაცავად, ამ კანონის მიმართ  მათი დამოკიდებულები მიუხედავად,“ - ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტმა რუსოპულოსმა.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ მის მიერ მოთხოვნილი ვენეციის კომისიის მოსაზრება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით, უკვე მომავალი კვირის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი და ქართველ კანონმდებლებს მოუწოდა, სრულად გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები კანონი ძალაში შესვლამდე.

სტრასბურგი, საფრანგეთი 14 მაისი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge