Back საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ გაიწვიოს კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ

საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ გაიწვიოს კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ

ვენეციის კომისიის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე გამოქვეყნებული დაჩქარებული წესით მიღებული დასკვნის საფუძველზე, საქართველოს მონიტორინგის საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლები, კლოდ კერნი (საფრანგეთი, ALDE - ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის) და ედიტ ესტრელა (პორტუგალია, SOC - სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეების ჯგუფი), საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ გაიწვიოს ეს კანონი.

„ჩვენმა ქართველმა კოლეგები გვთხოვეს მიგვეწოდებინა დასაბუთებული სამართლებრივი არგუმენტები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის თაობაზე ჩვენს შეშფოთებასთან დაკავშირებით. ეს არგუმენტები უკვე მოყვანილია ვენეციის კომისიის ცალსახა დასკვნაში, რომელიც ასამბლეის პრეზიდენტის მოთხოვნის საფუძველზე მომზადდა. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ უმრავლესობას, არ გადალახოს პრეზიდენტის ვეტო და გაიწვიოს ეს კანონი, როგორც ამას ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ითვალისწინებს“, - განაცხადეს თანამომხსენებლებმა.

როგორც ვენეციის კომისიის დასკვნა აღნიშნავს, საქართველოს უკვე აქვს ყოვლისმომცველი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც არეგულირებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსებასა და გამჭვირვალობას. თანამომხსენებლების აზრით, ხელისუფლებას შეუძლია ევროპის საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ფოკუსირდეს არსებული საკანონმდებლო ბაზის გაძლიერებაზე, თუ არსებობს ამის ობიექტური საჭიროება.

„საქართველოს მონიტორინგის მიმდინარე პროცედურის ფარგლებში, ჩვენ მზად ვართ ამ თემაზე დიალოგი გავაგრძელოთ საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებასთან“, - დასკვნისას აღნიშნეს თანამომხსენებლებმა.

2024 წლის 24 მაისს, ასამბლეა ვილნიუსში მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე მიმდინარე მოვლენების თაობაზე დებატების ფარგლებში საქართველოში დემოკრატიის გამოწვევებს განიხილავს.

სტრასბურგი, საფრანგეთი 22 მაისი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge