Back ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს მონიტორინგის საკითხებში ძალადობის შესახებ მწუხარებას გამოთქვამენ და არჩევნების წინ ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს მონიტორინგის საკითხებში ძალადობის შესახებ მწუხარებას გამოთქვამენ და არჩევნების წინ ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებელმა საქართველოს მონიტორინგის საკითხებში, ბორის სილევიჩმა (ლატვია, პარტია „სოციალისტური ჯგუფი“) და კერსტინ ლუნდგრენმა (შვედეთი, პარტია „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“) მწუხარება გამოხატეს მოახლოებული არჩევნების წინ მომატებული დაძაბულობისა და ძალადობრივი აქტების  თაობაზე, რომლებიც ოპოზიციონერი პარლამენტარის მანქანის აფეთქებით დაგვირგვინდა.

 „ამ დაძაბულობას და ძალადობრივ აქტებს საშუალება არ უნდა მივცეთ, რომ საარჩევნო პროცესი დააზარალოს. თითოეულმა დაინტერესებულმა მხარემ ყველა საჭირო ნაბიჯი უნდა გადადგას რათა განიტვირთოს დაძაბულობა  და ამასთან ყველამ თავი უნდა შეიკავოს ქმედებებისაგან რომლებმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს დემოკრატიულ საარჩევნო პროცესს. გარდა ამისა, არჩევნებში მონაწილე ყველა მხარემ მკაფიოდ უნდა განუცხადოს თავიანთ მხარდამჭერებს, რომ ძალადობა მიუღებელია და მას ადგილი არ აქვს დემოკრატიულ გარემოში,“ განაცხადეს თანამომხსენებლებმა. 

თანამომხსენებლებმა ძალადობრივი ქმედებების შესახებ ყველა განაცხადის დროულ და გამჭვირვალე გამოძიების აუცილებლობაზე მიუთითეს. „მსგავს ქმედებებზე დაუსჯელობის განცდის არსებობაც კი უარყოფითად აისახება საარჩევნო პროცესზე“, დასძინეს მათ.

თანამომხსენებლები მოახლოებულ არჩევნებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ეგიდით დააკვირდებიან.

5 ოქტომბერი 2016
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge